ფოთში მკვლელობის საქმეზე პოლიციამ კიდევ ერთი პირი დააკავა. დაკავებულის მიმართ გამოძიება დამამძიმებელ განზრახ მკვლელობის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა და მისმა თანმხლებმა პირებმა 1976 წელს დაბადებულ პირს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი, სავარაუდოდ, ბასრი საგნისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

ამავე საქმეზე სამართალდამცავებმა სამი პირი უკვე დააკავეს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.