სასამართლოს როგორ უნდა მიმართონ, ფაქტის კონსტანტაციაა, რომ კრიმინალები არიან — კობახიძე ოპოზიციაზე
ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ ოპოზიცია სასამართლოში ვერ იჩივლებს მმართველი გუნდის მხრიდან მიმართვის ფორმების გამო. მიზეზად კი იმას ასახელებს, რომ ეს პოლიტიკური განცხადებები და ფაქტის კონსტანტაციაა, რადგან ნაციონალური მოძრაობა "კრიმინალური ოპოზიციაა".
მისი თქმით, ენმ-ს დეპუტატი რომან გოცირიძე, რომელმაც შესაძლო სამართლებრივ რეაგირებაზე ისაუბრა არც იურისტია, რომ სასამართლოს მიმართოს და "არც კომპეტენტურია".
"კრიმინალური ოპოზიცია? სასამართლოს როგორ უნდა მიმართონ ამასთან დაკავშირებით? რომან გოცირიძე არც იურისტია და არც კომპეტენტური კაცია ზოგადად. კუპონით არის ცნობლი მთელი თავისი ბიოგრაფიის მანძილზე და იურისტი მითუმეტეს არ არის. შესაბამისად, ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური განცხადება.
შეფასებითიც კი არ არის, როდესაც კრიმინალურ ოპოზიციას ვუწოდებთ ნაცმოძრაობას თავისი კლასტერებით, ეს ფაქტის კონსტანტაციაა. ეს არის ჭაკუების პოლიტიკური პარტია, რურუების პოლიტიკური პარტია, უგულავების პოლიტიკური პატია. ესენი არიან ცნობილი კრიმინალები, სასამართლოს მიერ მსჯავრდებული კრიმინალები: სააკაშვილი, ადეიშვილი, მერაბიშვილი და ა.შ." — განაცხადა მან პალიტრანიუსის ეთერში.
წამყვანის დამაზუსტებელ კითხვაზე, რატომ განავრცობს ის რამდენიმე პირის ნასამართლეობას მთელ ოპოზიციაზე და სასჯელმოხდილ ადამიანს რატომ მოიხსენიებს კრიმინალად, კობახიძე პასუხობს:
"ზოგს მოხდილი აქვს, ზოგი გაქცეულია, ზოგი ციხეშია. ვისაც მიყავს პროცესი ოპოზიციაში, ვინც განსაზღვრავს პროცესებს ისინი ყველა კრიმინალები არიან.
როდესაც ადამიანი არის მსჯავრდებული კრიმინალში, ის პოლიტიკაში არ რჩება. არცერთ ცივილიზებულ ქვეყანაში. რესოციალიზაცია შეიძლება მოხდეს სხვა სფეროში, მაგრამ არცერთი ადამიანი, რომელიც მხილებულია კრიმინალში, პოლიტიკაში არ რჩება", — განაცხადა მან.
მმართველი გუნდი სხვადასხვა დროს ოპოზიციას "ხალხის მტრებად", "პოლიტიკურ გოიმებად", "კურდღლებად" მოიხსენიებდა. პასუხად ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ შეურაცხმყოფელია, როდესაც ევროპული საქართველოს დეპუტატი გიგა ბოკერია მათ უწოდებს "კლოუნებს", რადაგ ეს არ არის შეფასება ან ფაქტის კონსტანტაცია.
შესაძლოა, ნაციონალურმა მოძრაობამ სიძულვილის ენის გამოყენების გამო ქართული ოცნების წინააღმდეგ სასამართლოს მიმართოს. პარტიაში ამბობენ, რომ ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არაა, თუმცა მმართველი პარტიის მხრიდან გამოყენებული სიძულვილის ენის გამო საერთაშორისო პარტრნიორებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მიმართავსაც გეგმავენ.
როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე ამბობს, ხელისუფლება საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღვივებას ხელს უწყობს.
"ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, მუდმივად ვისმენთ ძალიან მძიმე სიძულვილის ენას. გვიწოდებენ რადიკალებს, კრიმინალებს. მათ შორის პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან პრემიერი არ ერიდება ძველბიჭურ გარჩევებს ოპოზიციის მიმართულებით. ეს არის სიძულვილის და დაპირისპირების ენის გაღვივება, რომელიც საზოგადოებაში პოლარიზაციას, ვითარების დამძიმებას უწყობს ხელს", — აცხადებს დეკანოიძე.
მისივე თქმით, ხელისუფლება არა საქართველოს მოქალაქეებს, არამედ, მხოლოდ ივანიშვილს ესაუბრება და ამ სიძულვილის ენასაც მხოლოდ მის გასაგონად, საამებლად იყენებს.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები