ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა გასაჭირში მყოფ კნუტს დახმარება აღმოუჩინეს. პატარა ცხოველი გორგასლის ქუჩაზე, რესტორანი კრწანისის სარდაფიდან გამავალ რკინის კონსტრუქციაში რამდენიმე დღის განმავლობაში იყო გაჭედილი და იქედან გამოსვლას ვერ ახერხებდა.

მაშველები ადგილზე დახმარების თხოვნის შემდეგ მივიდნენ, რადგან საფრთხეში მყოფი კნუტი კნაოდა:

"რესტორნის თანამშრომლებს მისი ხმა ესმოდათ, თუმცა ადგილსამყოფელს ვერ მიაკვლიეს. ჩვენმა მაშველებმა კნუტი უვნებლად დაუბრუნეს ბუნებრივ არეალს".

როგორც ცნობილია, დღეიდან კნუტზე რესტორნის თანამშრომლები იზრუნებენ.