ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარეა და ლეგიტიმურად არის ჩართული პოლიტიკურ პროცესში — თალაკვაძის პასუხი კონგრესმენ მალენს
პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე კონგრემსმენ მარკუენ მალენის წერილზე საპასუხოდ ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვივილი პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარეა და პოლიტიკურ პროცესებში ლეგიტიმურადაა ჩართული. კონგრესმენის თქმით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს არაფორმალური მმართველი და ვლადიმერ პუტინის მოკავშირეა.
მისი თქმით, ბოლო რამდენიმე თვემ კიდევ ერთხელ დაანახა საზოგადოებას და პარტნიორებს, რომ საქართველოს დემოკრატიული მმართველობის სისტემა აქვს და . ქვეყანას ინსტიტუტები და ის საჯარო პოლიტიკური პირები მართავენ, ვინც თანამდებობებზე სახელმწიფო სამსახურში იმყოფებიან.
"რაც შეეხება პარტიის თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ბიძინა ივანიშვილი ლეგიტიმურად არის ჩართული პოლიტიკურ პროცესში როგორც პარტიის თავმჯდომარე, ისევე როგორც ევროპაში სხვა მმართველი პოლიტიკური პარტიების თავმჯდომარეები. ასე რომ, აქ შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ ოპოზიცია და განსაკუთრებით ძველი ოპოზიცია, ცდილობს მუდმივ სპეკულირებას, წარსულში ამბობდნენ რომ რატომ მონაწილეობს, დღეს ამბობენ, რატომ არ მონაწილეობს, ეს არის პოლიტიკური თვალთმაქცობა და ამას ჩვენ ვპასუხობთ საქმით", — განაცხადა თალაკვაძემ.
ამერიკელმა კონგრესმენმა, მარკვეინ მალინმა ბიძინა ივანიშვილის შესახებ წერილი გამოაქვეყნა, სადაც მას "პუტინის მოკავშირეს" უწოდებს. წერილში საუბარია ბიძინა ივანიშვილის წარსულზე, რუსეთში დაგროვებულ ქონებასა და "პუტინთან მოკავშირეობაზე".
"ვლადიმერ პუტინი და მისი გავლენა დემოკრატიისთვის მთავარ საფრთხედ რჩება არა მხოლოდ აშშ-სთვის, არამედ დანარჩენი მსოფლიოსთვისაც. საქართველოში არსებული სიტუაციით ჩანს იმათზე გავლენა, ვინც თავისუფლებისთვის იბრძვის.
საქართველოს აკონტროლებს რუსეთში განათლებამიღებული ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც მილიარდიანი ქონება დააგროვა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მიტოვებულ, კორუფციულ რუსულ ინდუსტრიაში.
იგი 2012 წლიდან მმართველ პარტიას კოალიცია ქართულ ოცნებას უძღვება რუსული და უკრაინული მეთოდებით, რათა ჩაშალოს დემოკრატიული პროგრესი. [...] ივანიშვილის ძალაუფლების კონსოლიდაცია მხოლოდ საქართველოს მთავრობით არ შემოიფარგლება. პუტინის მოკავშირე აქტიურად მუშაობს ქვეყანაში კანონიერად მომუშავე ამერიკული ბიზნესის განსადევნად", — წერს კონგრესმენი და ამ კონტექსტში მაგალითად მათ შორის, ფრონტერას საქმე მოჰყავს.
მის ბლოგში საუბარია იმაზეც, რომ 8 მარტის შეთანხმების ბოლომდე შესრულება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მისი თქმით, შეთანხმება პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც ითვალისწინებდა:
"8 მარტს ქართულ ოცნებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეთანხმება შედგა, რაც საარჩევნო რეფორმასა და სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩაურევლობას მოიცავდა, მათ შორის, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც. მიუხედავად ამისა, შეთანხმების შესრულება ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას".
კონგრესმენის თქმით, ქართველ ხალხს ნამდვილი დემოკრატია სურს და აშშ გააგრძელებს ამ მხრივ მხარდაჭერას:
"მსოფლიო ამერიკის შეერთებულ შტატებს უყურებს, როგორც მაგალითს და თუკი ჩვენ არ გავცემთ პასუხს რუსეთს, მაშინ სხვა ვინ უნდა გააკეთოს ეს?
ქართველ ხალხს სურს აყვავებული ეკონომიკა და ნამდვილი დემოკრატია. ყველა ქართველს აქვს ამის უფლება. ჩვენთვის, როგორც ამერიკელებისთვის, ეს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესში შედის, რათა მხარი დავუჭიროთ [საქართველოს] ამ ძალისხმევას, რუსული გავლენების თავიდან ასარიდებლად. ჩვენ ქართველ ხალხს მხარში უნდა დავუდგეთ, თავისუფლებისთვის ბრძოლაში".
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები