შეფასება არასწორია, თუმცა კრიტიკის მომძლავრება შემაშფოთებელია — ცქიტიშვილი მალინის წერილზე
პარლამენტში ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი, დიმიტრი ცქიტიშვილი ფიქრობს, რომ ამერიკელი კონგრესმენის მარკუეინ მალინის შეფასება, რომ ივანიშვილი პუტინის მოკავშირეა არასწორია. თუმცა, დეპუტატი ამერიკაში კრიტიკის გაძლიერებას შემაშფოთებელს უწოდებს. ამ თემას კომენტარს მთავარი არხი ავრცელებს.
"მგონია, რომ მისი ეს შეფასება არ არის სწორი ერთის მხრივ, თუმცა ძალიან შემაშფოთებელია ის, რომ ამერიკის კონგრესში და ზოგადად ამერიკის პოლიტიკურ ესტაბლიშმენტში ძალიან მომძლავრდა საქართველოს მიმართ კრიტიკა. ამას სჭირდება კონკრეტული წერილები ან მესიჯების გაგზავნა არამედ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ მთელი მსოფლიო დარწმუნდეს საქართველოს ხელისუფლების დემოკრატიულობისკენ მისწრაფებების გულწრფელობაში", — თქვა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
ამერიკელი კონგრესმენი, მარკუეინ მალინი ბიძინა ივანიშვილის შესახებ წერილს აქვეყნებს, სადაც მას "პუტინის მოკავშირეს" უწოდებს. კონგრესმენის ბლოგი გამოცემა The Hill-ზე გამოქვეყნდა. წერილში საუბარია ბიძინა ივანიშვილის წარსულზე, რუსეთში დაგროვებულ ქონებასა და "პუტინთან მოკავშირეობაზე".
"საქართველოს აკონტროლებს რუსეთში განათლებამიღებული ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც მილიარდიანი ქონება დააგროვა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მიტოვებულ, კორუფციულ რუსულ ინდუსტრიაში. [...] ივანიშვილის ძალაუფლების კონსოლიდაცია მხოლოდ საქართველოს მთავრობით არ შემოიფარგლება. პუტინის მოკავშირე აქტიურად მუშაობს ქვეყანაში კანონიერად მომუშავე ამერიკული ბიზნესის განსადევნად", — წერს კონგრესმენი და ამ კონტექსტში მაგალითად მათ შორის, ფრონტერას საქმე მოჰყავს.
მის ბლოგში საუბარია იმაზეც, რომ 8 მარტის შეთანხმების ბოლომდე შესრულება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მისი თქმით, შეთანხმება პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც ითვალისწინებდა.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები