უილიამ ბლეიკი — ბოლო 200 წლის უდიდესი შემოქმედი
რომანტიკოსმა ფერმწერმა და პოეტმა უილიამ ბლეიკმა ბრიტანეთის კულტურულ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საკულტო სურათები შექმნა — დაწყებული ისააკ ნიუტონის უცნაური გვერდული პორტრეტით, ოკეანის ფსკერზე მყოფი შიშვლად რომაა წელში მოხრილი, დამთავრებული მგზნებარებით აღსავსე ახალგაზრდა ბიჭუნათი, რომელიც ფერთა მთელი სიმრავლის გამობრწყინების ფონზე ფართოდ ხელებგაშლილი ეგებება კაცობრიობის თავისუფლების ახალ განთიადს. არც ისე ცუდია ისეთი ხელოვანისთვის, რომელიც სიცოცხლეში არავის უღიარებია, ბევრმა, სულაც, გიჟად სცნო და უკუაქცია, ბოლოს კი სიღატაკესა და უცნობლობაში მიიცვალა 1827 წელს.
ბავშვობიდანვე ფანჯრებიდან მომზირალი და კვალდაკვალ ადევნებული ანგელოზებისა და დემონების ხილვებით გარშემორტყმული ბლეიკი წლების განმავლობაში წერდა ისეთ გამოუცნობ წინასწარმეტყველებებს, ცოტა თუ რომ წაიკითხავდა, ხატავდა აკვარელის ისეთ ნახატებს, კიდევ უფრო ცოტას რომ გაუჩნდებოდა შეძენის სურვილი.
ათწლეულების დაუღალავი შრომის შემდეგ მან მოახერხა საკუთარი ნამუშევრების ერთადერთი სოლო გამოფენის მოწყობა — ის სრული კრახი გამოდგა.
"ბლეიკის პრობლემა ისაა, რომ მან ხატვა არ იცოდა", — თქვა რომანტიზმის ერთ-ერთმა მკვლევარმა. ნებისმიერს, ვისაც ერთხელ მაინც უნახავს ბლეიკის ნაივური და უკბილო სრელა კატა, მისი პოემა ვეფხვის (The Tyger) მძვინვარე ფინალური ფრაზის, "შემზარავი სიმეტრიის", ქვეშ რომ ბუდობს, მკვლევრის ამ სასტიკი შენიშვნისადმი გარკვეული სიმპათია გაუჩნდება. და მაინც, ბლეიკის დროგამოშვებითი ულაზათო ფერმწერობის მიუხედავად, მისი ნამუშევრები არის ძიება გრძნობათა წიაღის და ღრმააზროვნების, ნაცვლად დახვეწილობისა და ოსტატობისა.
იმაში დარწმუნებული, რომ მისი ნამუშევრების მთელ მნიშვნელოვნებას ერთ დღესაც შთამომავლობა დააფასებდა, ბლეიკი იმით ინუგეშებდა თავს, რომ ის დროს უსწრებდა და "მიისწრაფოდა მომავლისკენ". მართალიც იყო. გარდაცვალებიდან ორი საუკუნის განმავლობაში ბლეიკმა გადალახა მისი შემზღუდავი ყველა ჩარჩო და თანამედროვეთა ათვალწუნება. ტეიტის გალერეის ერთ-ერთი კურატორის, მარტინ მაირონის, თქმით, ბლეიკი გახდა "თვითმყოფი გენიისა და განმარტოებული შემოქმედის [ნამდვილი] მოდელი".
ამ ექსცენტრიკული ლონდონელის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოემა უმანკოების წინათგრძნობანი (Auguries of Innocence) იწყება სიტყვებით:
ბლეიკის სწორედ ეს უნარი, ყურადღება დაიტანოს ნივთიერი სამყაროს ცალკეულ ნამცეცამდე და მარადიული სიმძაფრენი აღიქვას მასში, გვიჩვენებს, თუ როგორ უნდა მივუდგეთ მისივე ნამუშევრების მთელი სიმძლავრისა და ღირსების შეფასებას — ახლოდან ჭვრეტას თვალსაწიერის გაფართოების უცნაური ძალა აქვს.
ამგვარად თუ დავაკვირდებით ბლეიკის ნიუტონს (Newton), დავაფასებთ იმ მავიწროებელ და კლაუსტროფობიურ დაძაბულობებს, რომლებიც ნამუშევარს შინაარსს სძენს.
წყალქვეშა გამოქვაბულის მარჯნებით მოპირკეთებული კლდის შვერილზე უხერხულად მჯდომარე ნიუტონი ტლანქადაა გადახრილი და მის ფერხთით გაშლილ პერგამენტის გრაგნილზე ხაზავს — ამ მოუქნელი ერგონომიკის შემხედვარე, როდენის ქვის მოაზროვნე ნამდვილად მყუდროდაა მოკალათებული.
ნიუტონის აუღელვებელი მზერა და მისი გრძელი თითების ზუსტი პოზიციონირება მიგვანიშნებს, რომ ის რაღაც შემეცნებითი აღმოჩენის პირასაა, თითქოს ისეთი კოდი გაუტეხია, სამყაროს იდუმალებებს რომ ახდის ფარდას — ეს ჩვენი სამყაროს აურაცხელი სირთულისა და წნეხის შუაგულში მყოფი ადამიანის გონების დაუძლეველი ძალის სიმბოლოა.
ან ასეა კი? კარგად დააკვირდით. ხელსაწყოს, რომლითაც ბლეიკმა განზრახ აღჭურვა სახელგანთქმული ინგლისელი ფიზიკოსი და მათემატიკოსი, კიდევ მრავალჯერ გადააწყდებით მის ყველაზე ცნობილ ნამუშევრებში: ეს მხაზველის ფარგალია. ბლეიკის უნიკალურ ვიზუალურ ლექსიკონში ეს ინსტრუმენტი აღნიშნავს ადამიანური აღქმის სივიწროვეს და ის ხდება ერთგვარი "გონების ხუნდები", რომლებიც ჩვენს თვალსაწიერს ატყვევებს.
ბლეიკის ყველაზე ხშირად რეპროდუცირებადი ეს ნახატი (რომელიც შოტლანდიელმა მოქანდაკე ედუარდო პაოლოციმ ბრინჯაოს ქანდაკებად გარდაქმნა, ეს უკანასკნელი კი ამჟამად ბრიტანეთის ბიბლიოთეკის შესასვლელს დარაჯობს) არათუ არ არის ნიუტონის გენიის ქება, არამედ, სინამდვილეში, ის კიცხავს ტლანქ რაციონალობასა და მეცნიერული აზროვნების შეცდომაში შემყვან რწმენას, რომლებიც ხელს უშლის წარმოსახვის თავისუფლებასა და სიღრმეს.
ირონიულია, მაგრამ მათი ერთხელ შემჩნევაა საკმარისი და მხაზველის ეს ფარგალი ხდება ბლეიკის აღქმის კართა გამღები საკვანძო ხელსაწყო — გამეორებადი მხატვრული ხერხი, რომლის სიმბოლური პირდაპირობა ფერმწერის ყველაზე ცნობილი ნახატების გენიას ხდის ფარდას. ჩვენ ამ ფარგალს კიდევ ერთხელ ვაწყდებით ბლეიკის 1794 წლის ნაშრომის ევროპა: წინასწარმეტყველება სატიტულო გვერდისთვის შექმნილ შთამაგონებელ ნამუშევარში. მისი ე.წ. ძველი დღეთა ასახავს გადმოხრილ ღვთაებას, ზეციური სფეროს ტახტზე აყვანილი და მბჟუტავი ღრუბლებით გარშემორტყმული რომ იწევა ქვემოთ, რათა მიწიერი სამყარო მხაზველის უზარმაზარი ფარგლით განგმიროს. ბლეიკის ჩახლართული მითოლოგიის კონტექსტში ეს მოხუცებული ფიგურა (რომლის დახვეწილი სხეულიც მიქელანჯელოს დაკუნთულ, ცაზე მოლივლივე ღმერთს მოგვაგონებს სიქსტეს კაპელის ფრესკებიდან) შიშის მომგვრელი დემიურგი ურიზენია, ემპირიული მსჯელობის განსახიერება, რომელმაც ჩვენს არსებობას საზღვრები დაუდგინა.
თუმცა, როგორც ხელოვნების ყოველ დიად ნიმუშს სჩვევია ხოლმე, ამ მომაჯადოებელმა ნახატმაც, რომელსაც ბლეიკი არაერთხელ მიუბრუნდა თავისი ცხოვრების განმავლობაში (ავტორი მის ერთ-ერთ ვერსიაზე სიკვდილის სარეცელზე მწოლიარეც კი მუშაობდა), თავი დაიხსნა თავისი საწყისი ვიწრო საზღვრებიდან და კულტურულ ცნობიერებაში იმაზე უფრო მოქნილი და შთამაგონებელი ხატი შეიქმნა, ვიდრე მარტოოდენ გონების გაკიცხვაა. ბლეიკის თქმით, ეს ნამუშევარი იყო ზედმიწევნითი გამოსახულება იმ ხილვისა, რომელიც მას ჰქონდა, როდესაც კიბეზე ადიოდა საკუთარ სახლში, ლონდონში, ჰერკულეს-როუდზე, სადაც ის და მისი ცოლი კეტრინი 1790-იანებში ცხოვრობდნენ.
დაბოლოს, გავიხსენოთ ბლეიკის ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული ნამუშევარი — ალბიონი, იგივე ნეტარი დღე, როგორც მას ძველად ეწოდებოდა. საკუთარი დასაბამის ჯაჭვებისგან დახსნილი ეს ნახატი ებაასება მის ყველაზე აშკარა წინამორბედს, ლეონარდო და ვინჩის ვიტრუვიუსის ადამიანს (Vitruvian Man), რომელიც განადიდებს ადამიანის სხეულის დახვეწილ პროპორციებს რომაელი არქიტექტორის, ვიტრუვიუსის, იმ დაკვირვების ილუსტრირებით, რომ ადამიანის ანატომიური საზღვრები ესაბამება წრეს, რომელსაც ქმნის "ადამიანის ჭიპზე ცენტრირებული ფარგლის მოხაზულობა". მიუხედავად ამისა, ბლეიკი დაცემული სამყაროს გეომეტრიის ტყვეობაზე უარს ამბობს და თავს იხსნის შეურაცხმყოფელი ფარგლის ხელბორკილებისგან, მთლიანად შლის რა წრეს (და კვადრატს), რომლითაც ლეონარდო ატყვევებს თავის პერსონაჟს, რაც ბლეიკის ახალგაზრდა ბიჭუნას საშუალებას აძლევს, უკიდეგანო სამყაროში შეუბორკავმა გადმოაბიჯოს.
ყოველთვის ორიგინალური და ყოველთვის თავისუფლების ლტოლვით შეპყრობილი ბლეიკის ჭეშმარიტი გენია იმალება მის უნარში, ზღვრებს მიღმა ოცნებაში დაგვეხმაროს.
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვა2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს 2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები ბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვაBlack Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ Black Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ
-
-
გადახედვაბათუმში, ზღვაში არასრულწლოვანების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ბათუმში, ზღვაში არასრულწლოვანების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
-
გადახედვარომელია მსოფლიოში უძველესი უნივერსიტეტი რომელია მსოფლიოში უძველესი უნივერსიტეტი
-
გადახედვაფეხბურთის მეკარეები სამყაროს სხვებისგან განსხვავებულად აღიქვამენ — კვლევა ფეხბურთის მეკარეები სამყაროს სხვებისგან განსხვავებულად აღიქვამენ — კვლევა
-
გადახედვა53-კაციანი სია: მათი ღირსების ორდენით დაჯილდოების მოთხოვნით, კობახიძემ პრეზიდენტს მოგებული მატჩის გამო მიმართა 53-კაციანი სია: მათი ღირსების ორდენით დაჯილდოების მოთხოვნით, კობახიძემ პრეზიდენტს მოგებული მატჩის გამო მიმართა
-
გადახედვაChatGPT-ის გამოყენება მეხსიერების დაქვეითებასთან დააკავშირეს ChatGPT-ის გამოყენება მეხსიერების დაქვეითებასთან დააკავშირეს
-
გადახედვამიზოფონია იმაზე მეტად არის გავრცელებული, ვიდრე აქამდე გვეგონა — კვლევა მიზოფონია იმაზე მეტად არის გავრცელებული, ვიდრე აქამდე გვეგონა — კვლევა
-
გადახედვაამ დღეს 30 წელი ველოდით, ბევრი ვიბრძოლეთ, ცოტა გაგვიმართლა და მიზანს მივაღწიეთ — მერაბ მეტრეველი ამ დღეს 30 წელი ველოდით, ბევრი ვიბრძოლეთ, ცოტა გაგვიმართლა და მიზანს მივაღწიეთ — მერაბ მეტრეველი
-
გადახედვაინგლისის ვეტკლინიკაში მოხვედრილი "ზღარბი" ქუდის პომპონი აღმოჩნდა ინგლისის ვეტკლინიკაში მოხვედრილი "ზღარბი" ქუდის პომპონი აღმოჩნდა
-
გადახედვა15 000 ლარი ოჯახური წვეულებისთვის და ნაჩუქარი 630 000 ოთხ წელიწადში — ღარიბაშვილის შემოსავლები და გასავალი 15 000 ლარი ოჯახური წვეულებისთვის და ნაჩუქარი 630 000 ოთხ წელიწადში — ღარიბაშვილის შემოსავლები და გასავალი
-
კომენტარები