სუს მთავარი არხისგან დაუმონტაჟებელ ვიდეოს ითხოვს, სასამართლომ განჩინება უკვე გამოიტანა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მთავარ არხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამტკიცებს, რომ ტელეკომპანიამ ფაქტები განზრახ დაამახინჯა. საუბარია სიუჟეტზე, სადაც ჟურნალისტი ამბობდა, რომ მარნეულში მოქალაქეებს სხვადასხვა დაავადებით გარდაცვლილი ნათესავების დაღუპვის მიზეზად კორონავირუსის მითითებაში ფულს სთავაზობდნენ.
უწყება მთავარი არხისგან მასალის სრული, უწყვეტ და დაუმონტაჟებელი ვერსიის მიწოდებას ითხოვს. მათი თქმით, სასამართლომ შესაბამისი განჩინება უკვე გამოიტანა და მთავარი არხის ხელმძღვანელობას დღეს ჩაბარდება.
"2020 წლის 20 ივნისს, ტელეკომპანია მთავარი არხის გადაცემა შაბათის მთავარში გავიდა გამოგონილ და განზრახ დამახინჯებულ ფაქტებზე აგებული სიუჟეტი, რომელიც მასობრივ მაყურებელს აუწყებდა წინასწარ შეცნობით ყალბ ამბავს, რომ თითქოს, მარნეულის მუნიციპალიტეტში პანდემიის პერიოდში სხვადასხვა დაავადებებისგან გარდაცვლილი პირების ოჯახის წევრებს, ხელისუფლების წარმომადგენლები, გარდაცვალების მიზეზად ახალი კორონა ვირუსის დასახელების სანაცვლოდ სთავაზობდნენ გარკვეულ ფულად თანხებს, 3000-დან 10000 ლარამდე ოდენობით.
აღნიშნულ სიუჟეტში გადმოცემული ყალბი ამბების ფართოდ გავრცელების მიზნით, სიუჟეტს, სოციალური ქსელების და სატელევიზიო კომენტარების საშუალებით, ორგანიზებულად გამოეხმაურნენ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები და შეეცადნენ, ცრუ ინფორმაციისთვის დამაჯერებლობის მიცემას.
გამოძიების მიმდინარეობის დროს, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა განუხრელი დაცვით და კვალიფიციური თარჯიმნების მონაწილეობით, გამოკითხული იქნა 2020 წლის 20 ივნისს, ტელეკომპანია მთავარი არხის შაბათის მთავარში გასული რეპორტაჟის ყველა ფიგურანტი და რესპოდენტი. გამოსაკითხ პირთა ის ნაწილი, ვინც გამოთქვა სურვილი, ჩვენება მაგისტრი მოსამართლის წინაშე მიეცა, დაიკითხა სასამართლოში.
დაკითხვების შედეგად უტყუარად დადასტურდა, რომ რესპოდენტების აზერბაიჯანულენოვანი ინტერვიუები განზრახ იყო დამახინჯებული სიუჟეტის ავტორთა მიერ უსწორო თარგმანის მეშვეობით და დადგინდა, რომ ამ პირებისთვის არათუ თანხა არ შეუთავაზებია არავის მათი ოჯახის წევრების გარდაცვალების არარეალური მიზეზის დასახელების სანაცვლოდ, არამედ მათ, აღნიშნული ფაქტის შესახებ ზოგადი ინფორმაციაც კი არ ჰქონდათ.
ამ გარემოებას დამატებით ადასტურებს, 2020 წლის 26 ივნისს, ტელეკომპანია მთავარი არხის 9-საათიანი საინფორმაციო გამოშვების დროს, მოქალაქე ა.გ.-ს (არკინაზ გულიევა) ტიტრებით გასული დაუმონტაჟებელი ინტერვიუ, რომლის შინაარსი დიამეტრალურად განსხვავდება 2020 წლის 21 ივნისს შაბათის მთავარში გასული თარგმანისგან", — ამბობენ სახელმწიფო უსაფრთხოები სამსახურში.
ამასთან, სუს-ი ამბობს, რომ გამოკითხა ის პირებიც, რომლებიც Facebook-ზე "უაპელაციოდ ამტკიცებდნენ, რომ ფლობდნენ ინფორმაციას, კონკრეტული ოჯახების შესახებ, ვისაც ფული შესთავაზეს მათი ოჯახის წევრებისა და ახლობლების გარდაცვალების მიზეზად ახალი კორონავირუსის დასახელების სანაცვლოდ".
უწყების თქმით, "ნიშანდობლივია, რომ გამოკითხულ პირთაგან ვერცერთმა ვერ დაასახელა ვერც აღნიშნულის დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტი და ვერც წყარო, თუ საიდან ფლობდნენ არასწორ ინფორმაციას".
გარდა ამისა, სუს-ი ამას უკავშირებს იმას, რომ "საქართველო ეფექტურად უმკლავდება პანდემიას". მათი მტკიცებით, "გამოძიებით აშკარად იკვეთება, რომ ქვეყანაში მოქმედი გარკვეული ძალები და პირთა ჯგუფები, მასობრივი ინფორმაციის სხვადასხვა საშუალებებში ცრუ ინფორმაციის კამპანიურად გავრცელების გზით, მიზანმიმართულად ცდილობენ საქართველოს მოქალაქეებში დიამეტრალურად განსხვავებული განწყობების შექმნას". უწყების თქმით, ეს იწვევს დასაბუთებულ ვარაუდს იმის თაობაზე, რომ "ამ დეზინფორმაციული კამპანიის ორგანიზატორები, მოსახლეობაში დაუცველობის განცდის, სახელმწიფოსადმი უნდობლობის, პანიკისა და ქაოსის დათესვის გზით მიზნად ისახავენ სახელმწიფო დაწესებულების, ორგანიზაციების და სამსახურების ნორმალური სამსახურების ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლას".
უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური "მომავალშიც გააგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების თაობაზე".
სუს განმარტავს, რომ მთავარი არხის საქმე დაემატა 16 მარტს დაწყებულ გამოძიებას საბოტაჟის მუხლით. საუბარია ყალბ SMS-ებზე, რომლებიც მთავრობის სახელით გაიგზავნა. უწყებაში ამბობენ, რომ ამ მესიჯების მიზანი იყო "უარყოფითი ზემოქმედება მოეხდინათ მოსახლეობის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, გამოეწვიათ მათში უნდობლობა, პანიკა და ქაოსი, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუშლიდა სახელმწიფო დაწესებულებების და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას და პანდემიასთან ეფექტურ ბრძოლას".
ამასთან, სუს აღნიშნავს, რომ ევროკავშირის მიერ შექმნილი სპეციალური სამსახურის, East StratCom Task Force-ის მიერ, "პანდემიასთან დაკავშირებული ყალბი ამბების გავრცელება იდენტიფიცირებულ იქნა როგორც ანტიდასავლური, რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი იარაღი, რომლის მიზანი, დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებებისა და სახელმწიფოების მიმართ მოსახლეობის უნდობლობის გამოწვევა და მათში დაუცველობის განცდის დათესვა წარმოადგენდა".
სიუჟეტი, რომელზეც სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო, მთავარი არხის ეთერში 20 ივნისს გავიდა. რესპონდენტები მარნეულიდან ტელევიზიასთან საუბრისას აცხადებდნენ, რომ კონკრეტულ პირებს 10 000 ლარი შესთავაზეს იმის სანაცვლოდ, რომ ოჯახის წევრის გარდაცვალების მიზეზად კორონავირუსი დაესახელებინათ. ისინი სუს-ში დაკითხეს.
მას შემდეგ, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაკითხვაზე რესპონდენტების დაბარების მიზეზი განმარტა და თქვა, რომ მათი კომენტარები დამონტაჟებულია, მთავარმა არხმა ინტერვიუები ეთერში აზერბაიჯანულ ენაზე, ტიტრებითაც გაუშვა.
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაDRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს DRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს
კომენტარები