ილონ მასკის ელეტრომობილების ბიზნესმა საფონდო ბირჟის, S&P 500 ინდექსით თითქმის ყველა არსებულ კომპანიას გადაუსწრო.

ოთხშაბათს ტესლას აქციათა ღირებულებამ 4%-ით მოიმატა, რაც იმას ნიშნავს, რომ თითო აქციის ფასმა რეკორდული თანხა, $1,120 შეადგინა, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია კი თითქმის $210 მილიარდი გახდა.

ამის შედეგად, ტესლა პლანეტაზე ავტომანქანების ყველაზე ძვირადღირებულ კომპანიად იქცა, მეორე ადგილზე კი ტოიოტამ გადაინაცვლა. ტესლამ საბაზრო კაპიტალის მაჩვენებლით ისეთ ცნობილ კომპანიებსაც გადაუსწრო, როგორებიცაა კოკა-კოლა, დისნეი, Cisco, Merck და Exxon Mobil.

ახლა მსოფლიოში მხოლოდ 19 კომპანია არსებობს, რომელიც S&P 500 ინდექსით ტესლაზე წინაა. მათგან ერთ-ერთი CNN-ის მფლობელი, AT&T-ია. ტესლამ PayPal-საც გადაუსწრო — ეს უკანასკნელი იმ სხვა საგადასახადო კოპმანიის საფუძველზე შეიქმნა, რომლის თანადამაარსებელიც მასკი იყო.

თუმცა ელექტრომობილებისადმი გაზრდილი ინტერესი მხოლოდ ტესლას შემოსავალზე არ აისახება.

ელეტრონული ავტომანქანების მწარმოებელი კომპანიის, Nikola-ს აქციებზე ფასმაც ივნისიდან მოყოლებული მნიშვნელოვნად მოიმატა. ახლა კომპანიის ღირებულება თითქმის $25 მილიარდს შეადგენს და ამ მაჩვენებლით ის ფორდსაც უსწრებს.

ასევე, ელექტრონული ელემენტების მწარმოებლის, Workhorse-ის აქციების ფასიც მხოლოდ გასული კვირის განმავლობაში გაორმაგდა.