ქარწაღებულნის ერთადერთი ცოცხალი მსახიობი, ოლივია დე ჰევილენდი 104 წლის გახდა
საუკუნეზე მეტი ხნის წინ, 1916 წლის პირველ ივლისს დაიბადა ოლივია დე ჰევილენდი, რომელიც მალევე მეოცე საუკუნის კინოინდუსტრიის ნამდვილ ვარსკვლავად იქცა, დღეს კი ჰოლივუდის უკვდავ ლეგენდად ითვლება.
გუშინ, პირველ ივლისს ამ ლეგენდარულმა მსახიობმა ასმეოთხე დაბადების დღე აღნიშნა.
მას მაყურებლები განსაკუთრებულად კარგად იცნობენ საკულტო ფილმით ქარწაღებულნი, რომელშიც მელანი ჰამილტონის როლს ასრულებს.
აღსანიშნავია, რომ ოლივია დე ჰევილენდი 1939 წელს გამოსული ამ საკულტო ფილმის ერთადერთი ცოცხალი ვარსკვლავია მსახიობების ძირითადი გუნდიდან.
ჰევილენდი ამჟამად პარიზში ცხოვრობს. ის ასევე ყველაზე ასაკოვანი ადამიანია, რომელსაც დიდი ბრიტანეთის დედოფალმა საპატიო სამეფო ტიტული მიანიჭა. მას ეს ჯილდო 2017 წელს გადასცეს, როცა მსახიობს 101 წელი შეუსრულდა.
თავისი მრავალწლიანი კარიერის განმავლობაში ოლივია დე ჰევილენდმა არაერთ მნიშვნელოვან კინოპროექტში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის ორჯერ თავისი სამსახობო შესრულებისთვის ოსკარიც დაიმსახურა: 1946 წელს To Each His Own-ში მონაწილეობის შემდეგ ქალის საუკეთესო როლის ნომინაციაში გაიმარჯვა, სამი წლის შემდეგ კი იგივე ჯილდო მიიღო ფილმით The Heiress.
2017 წელს გამოვიდა რაიან მერფის სერიალი Feud: Bette and Joan, რომელშიც ჰოლივუდის ოქრის ხანის სხვა ცნობილ სახეებთან ერთად ოლივია დე ჰევილენდის პროტოტიპიც იყო წარმოდგენილი, რომელსაც კეტრინ ზეტა-ჯონსი განასახიერებდა.
ამის გამო ჰევილენდმა ტელეკომპანია FX-ს უჩივლა: ის მიიჩნევდა, რომ სერიალში დამამცირებლად წარმოაჩინეს. მსახიობი სასამართლოში დამარცხდა.
როგორც უკვე იცით, გასულ თვეში სტრიმინგ სერვისმა HBO Max-მა ფილმების კატალოგიდან დროებით ამოიღო ქარწაღებულნი რასისტული კონტექსტის გამო, რამდენიმე დღის შემდეგ კი ფილმი კვლავ დაბრუნდა პლატფორმაზე სწორედ ამ კონტექსტის განხილვასთან და ანალიზთან ერთად.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები