პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, აბიტურიენტს გამოცდის წერის დროს პირბადის მოხსნის უფლება ექნება. ამის შესახებ მან დღეს, 2 ივლისის მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა:

"აბიტურიენტს, რომელიც პირბადით უნდა მივიდეს საგამოცდო ადგილზე, რომელიც იქნება უზრუნველყოფილი დეზობარიერით, გამოცდის ჩაბარების დროს შესაძლებლობა ექნება, პირბადე მოიხსნას, რადგან დისტანცია იქნება დაცული".

პრემიერმა აღნიშნა ისიც, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ოთახში ტემპერატურა 30 გრადუსამდე გაიზრდება, შესაძლებელი იქნება კონდიციონერების ჩართვა.

"ეს რეკომენდაციები მიღებული გვაქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან", — თქვა გახარიამ.

განათლების სამინისტრომ, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების საფუძველზე მაგიდების ადაპტირება გააკეთა და შექმნა ბარიერით აღჭურვილი მაგიდები. ამდენად, იქ სადაც უკვე უშუალოდ მუშაობას შეუდგება აბიტურიენტი და იქნება მის წინ ბარიერი, ახლა მიდის მსჯელობა იმაზე, რომ ამ შემთხვევაში რამდენად დასაშვები იქნება, რომ იმუშაოს პირბადის გარეშე. ამ დღეებში ჩვენ გვექნება დაზუსტებული პასუხი ამასთან მიმართებაში და რა თქმა უნდა, შევატყობინებთ", — განაცხადა გაბუნიამ რუსთავი 2-ის ეთერში.

რაც შეეხება კონდიცირებას, გაბუნიას თქმით, ჯერჯერობით ამ კუთხით კვლავ სიფრთხილის დაცვის საჭიროებაა.

"ვენტილატორებთან და კონდიცირებასთან დაკავშირებით, ასევე, ძალიან ბევრი დებატია, მარტო ჩვენთან არა, გლობალურად და, ჯერჯერობით, კონდიცირების სისტემის გამოყენებასთან დაკავშირებით სიფრთხილისკენ მოგვიწოდებენ, რასაც ჩვენ ვაპირებთ გამოცდების პროცესში,"- განაცხადა თამარ გაბუნიამ", — განაცხადა გაბუნიამ.