დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 23 ადამიანი. ინფორმაცია ამის შესახებ Stopcov.ge-ზე განახლდა.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განმარტებით, 8 შემთხვევიდან ერთი არის უკვე დადასტურებულ პაციენტთან კონტაქტი, ხოლო 7 არის იმპორტირებული შემთხვევა. ამასთან, როგორც ეზუგბაიამ თქვა, ამ 7 ადამიანიდან 6 სატვირთო ავტომობილის მძღოლია

არსებული მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ის სულ 939 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 817 ადამიანი გამოჯანმრთელდა და გარდაიცვალა 15. კარანტინის რეჟიმში 3 080 პირი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 242.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: