საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ამბობს, რომ მას უცხოეთიდან საქართველოში დაბრუნების მსურველი მოქალაქეები პირადადაც ურეკავენ და დღეს ასეთი მოქალაქეების "შეტევა" ჰქონდა. მისი თქმით, ის ყველას მდგომარეობაში შედის და ამ ადამიანების გაჭირვება მისი გაჭირვებაცაა.

როგორც ზალკალიანი ამბობს, საგარეო საქმეთა სამინისტომ მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად წარმოუდგენელი ზომები მიიღო და "საოცარი სპეცოპერაციები" ჩაატარა.

"მე დღეს შეტევა მქონდა ჩვენი მოქალაქეების, მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ყველას ვუპასუხო, მაგრამ ჩემი დროც შეზღუდულია და მთელი დღე არ მაქვს შესაძლებლობა, რომ [ვუპასუხო]. დღეს, თუ არ ვცდები, ჩემმა თანამშრომლებმაც მითხრეს, რომ ჩემი ტელეფონის ნომერიც გამოუქვეყნებიათ ერთ-ერთ საიტზე. პრემიერმინისტრთან შევდიოდი მოხსენებით და ზუსტად იმ დროს დაიწყო ამ მოქალაქეების შეტევა ჩემზე. ბევრს ვპასუხობ, ბევრს თანამშრომლებს ვთხოვ, რომ უპასუხოს", — განაცხადა ზალკალიანმა იმედის ეთერში.