ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა მოქალაქეებს მოუწოდებს, ბილეთები მხოლოდ იმ რეისებზე შეიძინონ, რომელთა განრიგიცშესაბამისი საჯარო უწყებების ოფიციალურ ვებგვერდებზეა გამოქვეყნებული. ამის შესახებ მან აირზენას მიერ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან შეუთანხმებლად რეისების დაგეგმვის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს ბილეთების შეძენა ისეთ რეისებზე, რომელიც არ არის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან შეთანხმებული.

"მინდა მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს და გავაფრთხილო, რომ ბილეთები შეიძინონ მხოლოდ იმ რეისებზე, რომელთა განრიგიც ოფიციალურად არის გამოქვეყნებული სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ვებგვერდებზე", — განაცხადა თურნავამ.