უმადობის დროს ადამიანი ჭამის სურვილის დაკარგვას განიცდის და მისი კვების რეჟიმი წარსულისგან განსხვავებული ხდება. მისი ნიშნებია უჭმელობის ან გაუთვითცნობიერებელი წონის კლების სურვილი და უბრალოდ შიმშილის განცდის არარსებობა.

ამ დროს, ჭამის პროცესის წარმოდგენაც კი უსიამოვნო შეგრძნებას იწვევს და ადამიანს, რომელსაც უმადობა აწუხებს, ჭამის დროსშესაძლოა გული აერიოს. ხანგრძლივ პერიოდში უმადობას ანორექსიაც ეწოდება, რასაც სამედიცინო და ფსიქოლოგიური მიზეზები ახლავს თან.

ერთმანეთთან თანმხლები უმადობა და გადაქანცულობა უკვე შემაშფოთებელი და საფრთხილო ნიშანია, რომელსაც სხეული გვაწვდის.

რა იწვევს?

ხშირად დაღლილობის მიზეზი შესაძლოა სწორედ უმადობა იყოს, რადგან ამ დროს ადამიანი საკმარისი ოდენობის კალორიებსა და მკვებავ ელემენტებს არ იღებს. უმადობის მიზეზად შეიძლება მივიჩნიოთ ხანგრძლივი სხეულებრივი ტკივილი. მის გამომწვევ მიზეზებს შორისაა:

  • ფეხმძიმობა;
  • გაციება;
  • სიცხე;
  • პრემენსტრუალური სინდრომი და ა.შ.

შესაძლოა, ამ პრობლემას შემდეგი მედიკამენტები იწვევდნენ:

  • ძილის აბები;
  • ანტიბიოტიკები;
  • არტერიული წნევის მედიკამენტები;
  • შარდმდენი პრეპარატები;
  • მორფი და ა.შ.

ენერგიის ნაკლებობას და უმადობას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები შესაძლოა უძღოდეს წინ:

  • სტრესი;
  • გლოვა;
  • ბიპოლარული აშლილობა;
  • ანორექსია;
  • ბულიმია;
  • შფოთვა;
  • დეპრესია.

ზრდასრულებში ამ დაღლილობისა და უმადობის სიმპტომებს შემდეგი დაავადებები შესაძლოა იწვევდეს:

  • გულის დაავადებები;
  • ჰიპოთირეოზი;
  • ფილტვის დაავადებები;
  • დეპრესია;
  • სიმსივნე;
  • ნევროლოგიური დარღვევები, მაგალითად სკლეროზისა და პარკინსონის დაავადებები;
  • ძილის დარღვევები;
  • ჰორმონების ცვლილებები.

რა შემთხვევაში უნდა მიმართო ექიმს?

იმ შემთხვევაში, თუ დაღლილობა და უმადობა ქვემოთ ჩამოთვლილ სიმპტომებთან ერთად ვლინდება, აუცილებელია ექიმისთვის მიმართვა:

  • დაბნეულობა;
  • თავბრუსხვევა;
  • მხედველობის პრობლემა;
  • გულისცემის აჩქარება;
  • ტკივილი გულ-მკერდის არეში;
  • სუნთქვის შემოკლება;
  • გულის წასვლა;
  • მოულოდნელი კლება წონაში;
  • ცივი ტემპერატურის აუტანლობა.

როგორ უნდა გაუმკლავდე მსუბუქ სიმპტომებს?

უმადობასთან და გადაღლილობასთან გასამკლავებლად ენერგიის მატება ყოველდღიურ ცხოვრებაში აუცილებელია, ამ დროს შემდეგ მეთოდებს მიმართავენ:

  • საუბრით თერაპია;
  • განრიგის შექმნა, სადაც აქტივობებთან ერთად დასვენების დროც იქნება გაწერილი;
  • ვარჯიში;
  • ფიზიკური თერაპია;
  • ცნობიერების ამაღლება self-care-ზე.

დიეტოლოგები და ექიმები ამ სიმპტომების მქონე პაციენტებთან ხშირად ერთად მუშაობენ, რათა შეამცირონ გადაღლილობის განცდა და გაზარდოს მადა. ეს შესაძლოა გულისხმობდეს მაღალკალორიულ და პროტეინით გაჯერებულ საჭმელზე გადასვლას. ასევე, სმუზად ქცეული საჭმელის მიღებას — ამ ფორმით მიღებული საკვების გადამუშავება ორგანიზმს უფრო გაუმარტივდება.

ასე რომ, თუ გადაღლილობისა და უმადობის თავიდან არიდება ვერ შეძელით, არაჯანსაღი ცხოვრების წესით გამოწვეული ამ სიმპტომებისგან თავის დაღწევას ხილით, ბოსტნეულით და ხორცით დაბალანსებული რაციონით, ვარჯიშითა და დღეში მინიმუმ 7-საათიანი ძილით შეძლებთ.

თუ რა სიმპტომები ახასიათებს და რასთან შეიძლება იყოს კავშირში დროში გახანგრძლივებული უმადობა — ამ თემაზე ტელეკომპანია მთავარის გადაცემაში შენი დილა ნუტრიციოლოგმა ნატა გაგუამ ისაუბრა.