"ბოლო 11 თვის მდგომარეობით, ექსპორტირებულია 104 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 17 პროცენტით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.

საანგარიშო პერიოდში, საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 45 628 091 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 40 პროცენტით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს", - ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს, მათივე მონაცემებით, ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:

  • რუსეთი - 24 914 877 (ბოთლი),
  • უკრაინა - 5 179 454
  • ჩინეთი - 4 886 145
  • ყაზახეთი - 3 227 639
  • პოლონეთი - 2 123 500

უწყების ცნობით, თვეების მიხედვით, ექსპორტირებულმა ღვინომ ნოემბერში მაქსიმუმს მიაღწია:

  • იანვარი - 1 521 802
  • თებერვალი - 3 009 754
  • მარტი - 2 877 640
  • აპრილი - 3 862 589
  • მაისი - 3 220 323
  • ივნისი - 4 327 983
  • ივლისი -3 766 752
  • აგვისტო - 3 793 843
  • სექტემბერი -4 049 034
  • ოქტომბერი - 5 264 684
  • ნოემბერი - 6 665 311

სამინისტრო ასევე წერს, რომ ექსპორტმა მოიმატა, როგორც ევროკავშირის ქვეყნების, ისე აშშ-ს და სხვა ტრადიციული ბაზრების მიმართულებით:

  • ჩინეთში ზრდამ შეადგინა - 128% (4 886 145 ბოთლი),
  • უკრაინა - 73% (5 179 454),
  • ბელარუსი - 62% (1 060 806),
  • რუსეთი - 48% (24 914 877),
  • პოლონეთი - 47% (2 123 500),
  • ესტონეთი - 37% (588 450),
  • კანადა 30% (198 456),
  • აშშ - 27% (294 382),
  • დიდი ბრიტანეთი - 25% (87 428),
  • ლატვია 15% (1 139 706),
  • იაპონია - 14% (144 126),
  • ყირგიზეთი - 9% (202 666),
  • გერმანია - 4% (270 176).

სოფლის მეურნეობის სამინიტრო აცხადებს, რომ ბოლო 11 თვეში, მსოფლიოს 17 ქვეყანაში ექსპორტირებულია 8 952 795 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც მათივე ინფორმაციით, 37%-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 175,2 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.

გასული წლის 11 თვის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 133,4 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა. სამინისტროს მონაცემებით, ზრდამ 31% შეადგინა.