მიქაუტაძე: ვულოცავ მთავრობას, მათი "ამოცანა" შესრულებულია — რუსეთში ტამანის პორტი აშენდა
ტამანის პორტში მდებარე ღრმაწყლოვანი სამუშაოების დასრულებას გამოეხმაურა ლელოს ლიდერი გიგლა მიქაუტაძე. როგორც მიქაუტაძე განმარტავს, ტამანის ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიის პორტის პირდაპირი კონკურენტია.
"მინდა, საქართველოს მთავრობას მივულოცო რუსეთში ტამანის პორტში ღრმაწყლოვანი სამუშაოების დასრულება, რომელიც ანაკლიის პორტის პირდაპირი კონკურენტია, მაშინ, როცა გეგმის მიხედვით, პირველი გემი ანაკლიაში წლის ბოლოს უნდა მიგვეღო.
ასევე, შევახსენებ მას, რომ რეგიონში საკონტეინერო გადაზიდვების საშუალო წლიურმა ზრდამ ბოლო სამი წლის განმავლობაში 30% შეადგინა და განახლდა ყველა ჩვენი მეზობლის საზღვაო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა: 2015 წელს ყაზახეთში აქტაუს პორტი დ 2017 წელს ახალი ნავსადგური კურიკიში, 2018 წელს კი თურქმენბაშის და აზერბაიჯანში ალიათის ახალი პორტები აშენდა" — განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ.
ლელოს ლიდერის თქმით, ანაკლიის პორტის მშენებლობით მმართველ გუნდს ჰქონდა შესაძლებლობა, ის საქმე დაესრულებინა, რომელიც მისმა წინამორბედებმა არ დაასრულეს.
ქართულ ოცნებას ჰქონდა შესაძლებლობა, ისტორიაში შესულიყო ანაკლიის სტრატეგიული პროექტის შემსრულებლად, რაც ვერცერთმა მისმა წინამორბედმა ვერ შეძლო, კომუნისტებიდან მოყოლებული. მანაც ეს საქმე საკუთარ მემკვიდრეს გადაულოცა. არაუშავს, შემდეგი მთავრობა "ლელოს" სახით აუცილებლად ააშენებს ღრმაწყლოვან პორტს ანაკლიაში და საქართველოს რეალურად აქცევს რეგიონის მთავარ სატრანსპორტო ცენტრად", — აცხადებს მიქაუტაძე.
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
კომენტარები