რატომ უნდა გავხდეთ მოხალისე? — მოხალისეთა ჰაბი გამოცდილებას გვიზიარებს
მოხალისეობრივი საქმის კეთებით ადამიანები იძენენ მეგობრებსა და ახალ უნარებს, ვითარდებიან კარიერაში ან უბრალოდ, საერთო ინტერესების მქონე ხალხთან ერთად დროს ნაყოფიერად ატარებენ. ამ სტატიაში ახალგაზრდულ ორგანიზაციაზე, მოხალისეთა ჰაბზე და მათ მიღწევებზე მოგიყვებით.
მოხალისეთა ჰაბი 2019 წლის აგვისტოში შეიქმნა. მაშინ დამფუძნებლები ფიქრობდნენ, რომ ეს უნდა ყოფილიყო კომფორტული სივრცე, სადაც, თავისუფალ დროს, ერთად, კარგ საქმეებს გააკეთებდნენ. მოხალისეთა ჰაბის შექმნის ინსპირაცია დამფუძნებლების ეროპული და ამერიკული გამოცდილება იყო.
"ამერიკაში სწავლისას სავალდებულო მოხალისეობრივი საათები მქონდა. ამ დროის განმავლობაში მოხალისეობრივად ვაორგანიზებდი კონცერტებს მოხუცებისთვის, მარტოხელა დედებს ვეხმარებოდი, რომ ლექციებს დასწრებოდნენ და მათ შვილებს სამაგიდო თამაშებს ვეთამაშებოდი, ვმუშაობდი განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებთან. პრაქტიკულ მოხალისეობამდე მქონდა ტრენინგები, შემდეგ იწყებოდა საოცარი თავგადასავლები. უამრავი მეგობარი და უნარ-ჩვევები შევიძინე, რაც კარიერაში ჩემი წარმატებების საფუძველი გახდა. თან ვამჩნევდი, რომ პროფესორები და სტუდენტები უფრო დიდ პატივს მცემდნენ და ბევრს უნდოდა ჩემთან მეგობრობა, რადგან ხედავდნენ, რომ ამდენი რამის კეთება შემიძლია", — ამბობს ნატალია ჭამიაშვილი მოხალისეთა ჰაბის დამფუძნებელი.
ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, ქეთევან ტატიკიანი, ორგანიზაციას მნიშვნელოვან მისიას აკისრებს საზოგადოების წინაშე: “მოხალისეთა ჰაბი არის ადგილი, რომელიც მუდმივად ცდილობს, საზოგადოებას სიახლეები შესთავაზოს. ჩემი მთავარი ხედვა ჰაბის გარშემო სწორედ სიახლეებსა და მუდმივ მოძრაობას უკავშირდება. მჯერა, რომ მოხალისეობის წახალისებით ჩვენ ხელს ვუწყობთ ახალგაზრდების გაძლიერებას, მათთვის სასარგებლო უნარების განვითარებასა და სანაცნობო წრის გაზრდას, რომელიც მათ სამომავლოდ აუცილებლად გამოადგებათ. ის მასშტაბები, რომლებიც ჩვენმა ორგანიზაციამ 10 თვის განმავლობაში მოიცვა ქვეყნის შიგნით და გარეთ დაუჯერებელია და განსაკუთრებულ ემოციებს ბადებს. ვამაყობ, რომ ჩვენ სამაგალითოები ვართ ბევრი უცხოელი პარტნიორისთვის, რომლებიც გაოცებულები არიან, როდესაც ჩვენს ხედვებს ეცნობიან".
მოხალისეთა ჰაბის პროექტების მენეჯერის, ქეთი არჯევანიძისათვის, მნიშვნელოვანია, რომ თავისი საქმიანობა სასარგებლო და საინტერესო იყოს:
"ბავშვობაში ყველა ვოცნებობთ, რომ მნიშვნელოვანი საქმე ვაკეთოთ ცხოვრებაში. რომ ჩვენი საქმიანობა ადამიანებისთვის სარგებლის მომტანი იყოს. მოხალისეთა ჰაბი ჩემთვის სწორედ ესაა - შესაძლებლობა, რაც შეიძლება საინტერესო და აზრიანი ცხოვრება მქონდეს".
ასე, რომ შეიქმნა სივრცე, სადაც ახალგაზრდებს, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა სფეროში საკუთარი თავის მოსინჯვის სურვილი, უტარდებათ ტრენინგები პროფესიონალების მიერ, შემდეგ კი, უკვე გაუმჯობესებული უნარ-ჩვევებით მოხალისეობენ ჰაბში, ან მის მეგობარ ორგანიზაციებში. ამასთან, გამოჩნდნენ კომპანიები, რომლებმაც საინტერესო პრიზები დააწესეს ყველაზე აქტიური მოხალისეებისთვის. მოხალისეთა ჰაბს საერთაშორისო პარტნიორებიც ჰყავს, რომლებიც ორგანიზაციის წევრებსა და მოხალისეებს დაფინანსებულ გაცვლით პროგრამებში რთავენ. მოხალისეების დიდმა უმრავლესობამ უკვე შეძლო დაგროვებული გამოცდილების შედეგად მოკლე ან გრძელვადიანი დასაქმების შესაძლებლობები მოეძიათ.
შექმნიდან რამდენიმე თვეში მოხალისეთა ჰაბში გაჩნდა ცალკე ინიციატივა — W4W. მისი მიზანი ქალების გაძლიერებაა. თავდაპირველად ეს ინიციატივა გულისხმობდა ერთი ღონისძიების ჩატარებას, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით, ახალგაზრდა ევროპელ ელჩებთან თანამშრომლობით ჩატარდა. ღონისძიებას 500-მდე ქალი დაესწრო.
„ამ ღონისძიებაზე საოცარი მუხტი იგრძნობოდა. პირველად ვნახე ერთ სივრცეში ამდენი მოტივირებული და ძლიერი ახალგაზრდა ქალი. ვიგრძენით, რომ გვქონდა ამ ქალების ნდობა, რომელიც აუცილებლად უნდა გაგვემართლებინა, ამიტომ გადავწყვიტეთ ამ მიმართულებით ჩვენი საქმიანობის გაგრძელება", — ამბობს ნატალია.
ფოტო: მოხალისეთა ჰაბი
W4W არის აქტიური ფეისბუქის ჯგუფი, რომელიც თავდაპირველად ძალადობის მსხვერპლი ქალის დასახმარებლად შეიქმნა. დღეს აქ 11000 ქალზე მეტია გაწევრიანებული. ჯგუფში წევრები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ სხვადასხვა საგანმანათლებო და გაცვლითი პროგრამების შესახებ. ჯგუფის მხარდამჭერია 4 საელჩო და 10-ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაცია. W4W-ის პარტნიორია ისრაელის საელჩოც საქართველოში. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლები გვიყვებიან, რამდენიმე დღის წინ ისრაელის ელჩიც ჩაერთო ჯგუფის ლაივში და პირადად ესაუბრა დაინტერესებულ პირებს ისრაელის მიერ დაფინანსებული პროგრამების და Mashav-ის შესახებ.
მოხალისეთა ჰაბში გვიყვებიან, რომ W4W უფრო მეტია, ვიდრე ფეისბუქის ჯგუფი. ამ ქსელის წევრებს ონლაინ თუ პირისპირ შეხვედრები უტარდებათ, აქ ქალები პოულობენ საუკეთესო მეგობებს და ძალიან სწრაფად ცვლიან საკუთარ ცხოვრებას უკეთესობისკენ. უკვე 8 თვის განმავლობაში ჯგუფის 600-ზე მეტი წევრი დასაქმდა ან ისარგებლა მისთვის საჭირო პროგრამით.
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
კომენტარები