შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით შემოწმებული სასტუმროებიდან მოთხოვნები 588-მა დააკმაყოფილა, ხოლო რესტორნებიდან 31-მა. ამ თემაზე ფერაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ისაუბრა.

"მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიგეგმა 1 607 სასტუმროს შემოწმება, რომელთაგან მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა და ნებართვა გაცემულია 588 სასტუმროზე, ვერ დააკმაყოფილა 326 სასტუმრომ, ხოლო გადავადება ითხოვა 693-მა სასტუმრომ", — თქვა ბექა ფერაძემ.

რაც შეეხება რესტორნების, ფერაძის თქმით, ჯამში შემოწმდა 54 რესტორანი ქვეყნის მასშტაბით, სანქცირების მექანიზმი 23 ობიექტის მიმართ გამოიყენეს, ხოლო მოთხოვნებს 31 მათგანი აკმაყოფილებდა.