საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, მაისში ეკონომიკა 13,5 პროცენტით შემცირდაა. ხოლო 2020 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი -5,4 პროცენტია.

2020 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით იკლო ექსპორტისა და იმპორტის მაჩვენებელმა.