დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 3-ით გაიზარდა. ინფორმაცია ამის შესახებ Stopcov.ge-ზე განახლდა.

გუშინ, 29 ივნისს აჭარაში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, 2 ინფიცირებულიდან ერთი 29 ივნისს დილით დადასტურებულ შემთხვევებში შედის. ერთი, სავარაუდოდ, 30 ივნისის სტატისტიკაშია.

ვებგვერდის მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში COVID-19-ის 928 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 794 ადამიანი გამოჯანმრთელდა და გარდაიცვალა 15. კარანტინის რეჟიმში 2 809 პირი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 229.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: