გაკვირვებული ვარ იმ კომენტარებით, რასაც ჩემ მიმართ აკეთებენ — გერმანიის ელჩი
გერმანიის ელის, ჰუბერტ ქნირშის განცხადებით, გაკვირვებულია იმ კომენტარებით, რასაც მის მიმართ აკეთებენ. ამ თემაზე ელჩმა ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა და აღნიშნა, რომ როგორც საქართველოში, ასევე, ზოგიერთ სხვა ქვეყანაში, ადგილობრივი პოლიტიკური საკითხების განხილვისას ძალიან უხეშ სიტყვებსა და ჟესტებს იყენებენ.
"გაკვირვებული ვარ იმ კომენტარებით, რასაც ადამიანები ჩემს მიმართ აკეთებდნენ, ისინი ვისაც არ შევხვედრივარ და ჩემს შესახებ არაფერი იციან. ვთვლი, რომ აღნიშნული პოლიტიკური პროცესის ნაწილია და დემოკრატიულ განვითარებასთან ერთად საქართველო ამასაც გადალახავს. მთავარია რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებულია, რაც ძალიან მახარებს", — თქვა ჰუბერტ ქნინშმა.
ელჩის განცხადებით, მოხარულია საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებით, რომელიც პარლამენტში პლურალიზმს გაზრდის.
გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა თქვა, რომ 8 მარტის შეთანხმებაში გიორგი რურუა ნახსენები არ ყოფილა. ეს განაცხადი მან 26 ივნისს ინტერპრესნიუსის ჟურნალისტის კითხვის პასუხად გააკეთა, სადაც ასევე ისაუბრა იმაზეც, რომ შეთანხმების იმპლემენტაციისთვის ორშაბათი, ანუ საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენა გადამწყვეტი იქნება.
"ბატონი რურუა არ არის ნახსნები ამ შეთანხმებაში. ეს ძალიან მკაფიოა, ყველას შეუძლია ამის წაკითხვა. გაკვირვებული ვარ, იმ დისკუსიის გამო, რაც პოლიტიკურ პარტიებს შორის გაიმართა, ერთმანეთის დადანაშაულების მცდელობა, როცა ოპოზიცია მმართველ პარტიას ადანაშაულებს კანონპროექტის ჩავარდნაში და პირიქით", — თქვა მან.
ამ განცხადების შემდეგ, ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა გერმანიის ელჩი ივანიშვილის ლობისტად მოიხსენია და მისი გაწვევა მოითხოვა.
ასევე, ჰუბერტ ქნირშის განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაციებმა უპასუხეს. ორგანიზაციები მნიშვნელოვნად მიიჩნევენ გერმანიის მხარდაჭერას საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში, ამავე დროს, მათთვის გასაკვირია ელჩის შეფასებები.
ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ კი თქვა, რომ იგი შალვა ნათელაშვილის მსგავსად, საქართველოდან გერმანიის ელჩის გაწვევას არ ითხოვს, თუმცა სასურველია, რომ ისეთ ქვეყანას, როგორიც გერმანიაა, საქართველოში უფრო გამოცდილი ელჩი ჰყავდეს.
დღეს, 29 ივნისს, გერმანიის საელჩომ გაავრცელა განცხადება ინტერნეტ გამოცემა ტაბულას სტატიასთან დაკავშირებით, რომელიც ჰუბერტ ქნირშის ძველ ინტერვიუს ეყრდნობოდა.
მასალის სათაური: "კნირში 20 ივნისზე: პოლიციამ ხალხის საქციელის პირდაპირპროპორციულად იმოქმედა" მოგვიანებით შეიცვალა. ტაბულას განმარტებით, ცვლილების მიზეზი იყო ის, რომ სადაო გახდა ნიშნავს, თუ არა ფრაზა "პოლიციის რეაქცია საჭიროების შემთხვევაში გადაჭარბებული არ არის", იმას, რომ გამოყენებული ძალა ელჩის აზრით, პროპორციული იყო. საელჩოს განმარტებით, "სინამდვილეში ელჩმა განაცხადა, რომ პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება გარკვეულ სიტუაციებში აუცილებელი შეიძლება გახდეს, მაგრამ პროპორციული უნდა იყოს".
დღესვე, გერმანიის ელჩის შესახებ ბოლო პერიოდში გაკეთებულ საჯარო კომენტარებს გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა. მათ ევროკავშირის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით გაავრცელეს განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ გერმანიის ელჩის წინააღმდეგ პოლიტიკური აქტორებისა და მედიასაშუალებების თავდასხმებს გმობენ.
მთავარი არხის მეწილის, გიორგი რურუას გათავისუფლებას ოპოზიციის წარმომადგენლები ითხოვენ. ისინი რურუას პოლიტიკურ პატიმრად მოიხსენიებენ. როგორც ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო აცხადებენ, რურუას გათავისუფლება, სხვა პოლიტპატიმრებთან ერთად, 8 მარტის შეთანხმების ნაწილი იყო. აღნიშნულ შეთანხმებას უარყოფენ მმართველ გუნდში და ამბობენ, რომ სასამართლოს სისტემაზე გავლენას ვერ იქონიებენ.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები