დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

მათივე განცხადებით, ორივე ინფიცირებული მძღოლია, ერთი მათგანი საფრის გამშვები პუნქტიდან შემოვიდა, ხოლო მეორე — პორტიდან. უწყების განცხადებით, 2 ინფიცირებულიდან 1 დღეს, 29 ივნისს დილით დადასტურებულ შემთხვევებში შედის.

Stopcov.ge-ზე მონაცემები დღის მანძილზე არ განახლებულა. შესაბამისად, ვებგვერდის მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში COVID-19-ის 926 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 791 ადამიანი გამოჯანმრთელდა და გარდაიცვალა 15. კარანტინის რეჟიმში 2 819 პირი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 230.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: