ქართული ნეობანკი უკვე უზბეკეთშია
საქართველოში საბანკო და ციფრული ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ ახალი საექსპორტო შესაძლებლობები გააჩინა. შედეგად, პირველი ქართული ნეობანკი, სფეისი, შექმნიდან 2 წელიწადში უზბეკეთში გამოჩნდა. უზბეკეთისთვის პირველი ციფრული ბანკი თიბისის ბრენდის სახელით დამკვიდრდება, ხოლო პლატფორმულ მომსახურებას სფეისი გაუწევს.
ქვეყანაში ოპერირების პირველ წელს ბანკი ფოკუსირებული ინდივიდუალურ მომხმარებელზე იქნება.
"სფეისი ინოვაციური ბანკინგის ერთგვარი ლაბორატორიაა. აქ ტარდება ექსპერიმენტები პროდუქტის, მომსახურების, კომუნიკაციის მიმართულებით, წარმატებული აღმოჩენების გამოყენება კი შესაძლებელია უკვე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. უზბეკეთი სფეისის გუნდისთვის გეოგრაფიული ექსპანსიის პირველი შემთხვევაა, თუმცა მას სულ მალე მოჰყვება უკვე სფეის გერმანია. ახალი ბაზრების ათვისება ჩვენი სტრატეგიული ხედვის უმთავრესი ნაწილია და ამ მიმართულებით მრავალი გეგმა აქვს", — აცხადებს სფეისის პროექტის ხელმძღვანელი ლაშა გურგენიძე.
ორი წელია, რაც საქართველოში ტერმინი ნეობანკი აქტუალური გახდა. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ სფეისის გამოჩენა იყო ბაზარზე. საკმაოდ ხმაურიანი განაცხადით, "დაემშვიდობე ბანკებს", სფეისმა მაშინვე მიიპყრო ყურადღება და მას გაშვებიდან 2 წელიწადში 200,000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.
ციფრული ბანკინგი ახალი კატეგორიაა სერვისში, რომელიც მომხმარებელს ფინანსური ოპერაციების მთლიანად ონლაინ განხორციელების საშუალებას აძლევს. მას არ აქვს ფილიალები და არსებობს მხოლოდ ციფრულ სივრცეში.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები