ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის მკვლელობის გამო თეირანმა აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დაკავების ორდერი გასცა. ამასთან, ირანმა ინტერპოლს მიმართა, რომ ტრამპზე საერთაშორისო ძებნა გამოეცხადონ. როგორც CNN წერს, ინფორმაცია ამის შესახებ გამოცემა Fars News ავრცელებს.

ტრამპის გარდა, ირანის მიერ ინტერპოლისთვის გადაგზავნილ სიაში 35 პირი მოხვდა. თეირანი მათ მკვლელობასა და ტერორიზმში ადანაშაულებს. ამერიკული მედიის ინფორმაციით, ნაკლებად სავარაუდოა, ინტერპოლი ტრამპზე ძებნას ნამდვილად გამოაცხადებს.

ირანის გენერალური პროკურორის განცხადებით, ტრამპი მაშინვე მიეცემა პასუხისმგებლობას, როგორც კი საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა ამოეწურება.

თეთრ სახლს ირანის ქმედებები ჯერ არ შეუფასებია.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ქვედანაყოფის, "ქუდსის ძალების" ლიდერი, ყასემ სოლეიმანი ამერიკის ავიაიერიშის შედეგად 3 იანვარს მოკლეს. ტრამპის ადმინისტრაცია გენერალ სოლეიმანს ტერორისტად განიხილავდა და მას ამერიკელი ჯარისკაცების მკვლელობაში ადანაშაულებდა.