ოთხი წლის შემდეგ ამერიკელი მომღერალი ბიონსე სოლო ალბომს უშვებს, რომელიც არა მხოლოდ მუსიკალური ნამუშევარი, არამედ ერთგვარი კინოპროექტი იქნება.

Black Is King — ასე ჰქვია ახალ ალბომს, რომლის მიხედვითაც ბიონსემ თავად გადაიღო ვიდეოების სერია, რომელიც ერთიანი ფილმივით იკვრება. ფილმის პრემიერა 31 ივლისს დისნეის სტრიმინგ სერვისზე Disney+ შედგება.

ამ დამაინტრიგებელი პროექტის პირველი თიზერ ტრეილერი რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნდა:

Black Is King შარშან გამოსული დისნეის რიმეიქის მეფე ლომის შთაგონებით შეიქმნა, რომლის საუნდტრეკებზეც სწორედ პოპვარსკვლავი ბიონსე მუშაობდა. მომღერლის კინოალბომის პრემიერაც ზუსტად ემთხვევა მეფე ლომის პრემიერის ერთი წლისთავს.

ტრეილერის გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე კი ბიონსემ ახალი სიმღერა გაავრცელა, რომელიც დაკავებისას გარდაცვლილი აშშ-ის შავკანიანი მოქალაქის ჯორჯ ფლოიდის დაღუპვასა და ზოგადად შავკანიანების უფლებებისთვის ბრძოლას მიუძღვნა.

"Black Is King შავკანიანი მოსახლეობის გამოცდილების ღირსშესანიშნავი მოგონებებია მთელი მსოფლიოსთვის. ფილმი მოგვითხრობს თაობების შესახებ, რომლებმაც შექმნეს აწმყო. ეს არის ამბავი გაერთიანებული კულტურებისა და თაობებს შორის გაზიარებული რწმენებისა", — დისნეიმ სწორედ ასე დააანონსა მომავალი ფილმი.

ერთწუთიანი ტრეილერი იმდენად შთამბეჭდავ კადრებს შეიცავს, რომ სრული ფილმი ნამდვილი ჯადოსნური სანახაობა იქნება, ბიონსეს ახალ სიმღერებზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

ფოტო: Parkwood Entertainment

ფოტო: Parkwood Entertainment

ფოტო: Parkwood Entertainment

ფოტო: Parkwood Entertainment

ფოტო: Parkwood Entertainment

ფოტო: Parkwood Entertainment

ფოტო: Parkwood Entertainment

ფოტო: Parkwood Entertainment

ფოტო: Parkwood Entertainment