მათიკაშვილი ბერას "საამაყო მამის საამაყო შვილს", ჟურნალისტებს კი "პოლიტიკურ მეძავებს" უწოდებს
ქართული ოცნების დეპუტატი, დავით მათიკაშვილი ბერა ივანიშვილზე წერს, რომ "საამაყო მამის საამაყო შვილია" მასზე მომზადებული სიუჟეტის გამო კი, ჟურნალისტებს შეურაცხმყოფელად მოიხსენებს და "პოლიტიკურად მეძავებს" უწოდებს. ამ შინაარსის სტატუსი მან ფეისბუქზე გამოაქვეყნა.
"ბერა ივანიშვილი დღეს მტერია მათი, "მტრობა" წესიერებით და გამორჩეული ადამიანობით დაიმსახურა, და კიდევ იმით რომ ნაც ხროვის დამარცხებაში მამას და მთელ ქართველ ხალხს გვერდით ედგა 2012 წელს! ბერა, საამაყო შვილია საამაყო მამის, აი ამას ვერ იტანენ ეშმაკისეული პოლიტიკანები და პოლიტიკურად "მეძავი" ვაი ჟურნალისტები!
გრცხვენოდეთ და მშვიდად დაელოდეთ თქვენს პოლიტიკურ აღსასრულს! არც ისე შორსაა 31 ოქტომბერი!!!!!" — წერს დავით მათიკაშვილი.
მათიკაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკოსები და მათი "სამეტყველო აპარატები" ნაციონალური მოძრაობის შექმნის დღიდან სიბოროტეს და ცილისწამებას აფრქვევენ. ამ სტატუსით დეპუტატი მთავარი არხის სიუჟეტს გამოეხმაურა, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ 19 წლის ფეხბურთელის საქმესთან, შესაძლოა, ბერა ივანიშვილის ახლო მეგობარს ჰქონდეს კავშირი.
მთავარი არხის ამ სიუჟეტზე პოსტი ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემაც გამოაქვეყნა. ის ამტკიცებს, რომ სიუჟეტი დეზინფორმაციულია და "დეზინფორმაციაზე აღარ უნდა გაჩუმდნენ, რადგან ტყუილი ბოროტებას ასაზრდოებს".
მთავარმა არხმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სიუჟეტში მოამზადა, სადაც საუბარია, რომ ე.წ. კანონიერი ქურდის, კაკო ბილანიშვილის შვილი — ავთო ბილანიშვილი "ნახალოვკის დაჯგუფებას" აკონტროლებს. მთავარი არხის ინფორმაციით, ბილანიშვილი ბერა ივანიშვილის ახლო მეგობარია. სიუჟეტში გამოთქმულია ეჭვი, რომ შესაძლოა ეს იყოს მიზეზი, რაც საქმის გამოძიებაზე გავლენას ახდენს და რის გამოც სამართალდამცავებმა ქმედითი ნაბიჯები მანამ არ გადადგეს, სანამ დეტალებმა არ "გაჟონა".
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები