ქართული ოცნების გენერალური მდივანი და თბილისის მერი, კახა კალაძე ისევ მთავარი არხის სიუჟეტს ეხმაურება და ამტკიცებს, რომ ის დეზინფორმაციულია. კალაძის თქმით, "დეზინფორმაციაზე აღარ უნდა გაჩუმდნენ, რადგან ტყუილი ბოროტებას ასაზრდოებს". ამ ფორმით კალაძემ შეაფასა სიუჟეტი, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ 19 წლის ფეხბურთელის საქმესთან, შესაძლოა, ბერა ივანიშვილის ახლო მეგობარს ჰქონდეს კავშირი.

"ისე, ტყუილს ლოგიკა რად უნდა, მთავარია ვირუსივით გაავრცელო, მიახველო სახეში ეთერიდან მოსახლეობას და "ხელებიც დამიბანია". ბერაზე მინდოდა დამეწერა და ეს სტატუსი ისევ "ფეიკმოღვაწეობაზეა", ეს სტატუსი ისევ "მთავარ" მატყუარაზეა... საშინელი ტრაგედიაც კი გამოიყენეს საკუთარი მიზნისთვის. ამორალურია ეს ყველაფერი! დეზინფორმაციაზე აღარ გავჩუმდეთ — დუმილი ასაზრდოებს ბოროტებას!" — წერს კახი კალაძე.

მერი წერს, რომ ქართული ოცნების შექმნის შემდეგ "უჩიჩიჩხინებენ", მაგრამ, ბერა ივანიშვილის პოლიტიკასთან "გაკარება" არ სურს. მისი აზრით, ბერა ბევრად მეტი ტყუილისა და ცილისწამების მსხვერპლია, ვიდრე მისი მეგობრები თუ თანატოლები.

"რეპერები შენთან რა შუაში არიანო, ოჯახი რატომ შექმენიო, გადამწვარ ამაზონის ტყეს რატომ დაეხმარე, რაში გაინტერესებსო, ფეისბუქზე რატომ წერო, ბოლოს — ტიკ-ტოკი რატომ გაქვსო", — წერს კახი კალაძე.

მთავარმა არხმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სიუჟეტში მოამზადა, სადაც საუბარია, რომ ე.წ. კანონიერი ქურდის კაკო ბილანიშვილის შვილი — ავთო ბილანიშვილი "ნახალოვკის დაჯგუფებას" აკონტროლებს. მთავარი არხის ინფორმაციით, ბილანიშვილი ბერა ივანიშვილის ახლო მეგობარია. სიუჟეტში გამოთქმულია ეჭვი, რომ შესაძლოა ეს იყოს მიზეზი, რაც საქმის გამოძიებაზე გავლენას ახდენს და რის გამოც სამართალდამცავებმა ქმედითი ნაბიჯები მანამ არ გადადგეს, სანამ დეტალებმა არ "გაჟონა".