პერმიერმინისტირს, გიორგი გახარიას თქმით, საქართველოს წინ აქვს მეტი რეფორმებით დატვირთული გზა ევროპისკენ. ეს კომენატარი მან საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 წლისთავზე გააკეთა.

"ასოცირების შეთანხმება ჩვენი ქვეყნისთვის არის სწორედ ის საძირკველი, რომელზეც შენდება საქართველოს ევროპული მომავალი. [...] ჩვენ წინ გვაქვს უფრო მეტი რეფორმებით დატვირთული გზა ევროპისკენ, რომელიც თითოეული ჩვენგანისაგან მოითხოვს ყოველდღიურ ძალისხმევას, თავდადებასა და ურთიერთთანადგომას", — წერს გიორგი გახარია.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ყოველდღიურად შრომობს ამ პროცესის სწრაფად და წარმატებით დასრულებისთვის. მისი თქმით, ჩვენ ეტაპობრივად სულ უფრო წინ მივიწევთ ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციისაკენ.

საქართველოსა და ევრკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებას ხელი 2014 წლის 27 ივნისს მოეწერა.