ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ავღანეთში მყოფ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს წიგნები გაუგზავნა, სამხედრო ბაზაზე უკვე არსებული "წიგნის კუთხე" ახალი ლიტერატურით შეივსო. ავღანეთში წიგნებს პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონი ჩაიტანს.

ეროვნულ ბიბლიოთეკასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი 2017 წელს გაფორმდა. დოკუმენტის ფარგლებში ეროვნულმა ბიბლიოთეკამ რამდენიმე სამხედრო ბაზას წიგნები გადასცა და ავღანეთში მდებარე სამხედრო ბაზას წიგნის კუთხე მოუწყო.

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა

"დიდი საქმეები გრძელდება: ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ავღანეთში მებრძოლი ჩვენი ჯარისკაცებისთვის სამკითხველო მოაწყო - ამჯერად 300 წიგნი გავაგზავნეთ. გამოცემებს სამხედროებისთვის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონი წაიღებს, რომელიც როტაციით საერთაშორისო მისიაში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრება", — აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა