აზერბაიჯანული მედია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბაქოში სპეცოპერაციისას 1978 წელს დაბადებული აზერბაიჯანის მოქალაქე მოკლეს. ოფიციალური ინფორმაციით, ჯამი ემინ აზიზაღა ოღლუ სავაჭრო ცენტრში თავის აფეთქებას გეგმავდა და მისი ლიკვიდაცია სამართალდამცავებმა ე.წ. შაჰიდის ქამრის დეტონაციამდე მოახერხეს.

აზერბაიჯანის სახელმწიფო უწყებების ცნობით, 4 დეკემბერს მოკლული პირი 2007 წელს ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით გაასამართლეს და მან საპატიმრო დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა.

მომხდარის დამატებითი დეტალები ამ დროისათვის უცნობია.