იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ოპოზიციას ეუბნება, რომ უნდა მისი "მწყაზარი სახე" აყურებინოს. ამის შესახებ მან პარლამენტში პრემიერმინისტრის წლიური ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა.

"მე პირბადე მოვიხსენი იმიტომ, რომ ჩემი სახე ახსენეს და მინდა ჩემი მწყაზარი სახე გაყურებინოთ. ძველქართული სიტყვები თქვენზე კარგად მოქმედებს ბატონო გიგა[...] მე ძალიან მიყვარს ადამიანები, არამც თუ ადამიანები, თქვენც კი მიყვარხართ", — განაცხადა წულუკიანმა.