გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, სახელმწიფო წელს რქაწითელის ჯიშის ყურძნის ფასზე 40 მილიონ ლაირიან სუბსიდირებას გააკეთებს. ამ თემაზე მან კითხვებს მედიასთან უპასუხა.

"მე ვფიქრობ, რომ მხოლოდ ქართული ოცნების ხელისუფლებაა ის ხელისუფლება რომელმაც მევენახეობის და მეღვინეობის განვითარებაში შეიტანა უზარმაზარი წვლილი. წელსაც გათვალისწინებული დაახლოებით 40 მილიონ ლარიანი პირდაპირი ფასისმიერი სუბსიდია, რომელიც რქაწითელის ჯიშის ყურძენზე იქნება განკუთვნილი, რადგან პრობლემები ძირითადად ამ ჯიშის ყურძნის ჩაბარებაზეა", — თქვა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის თქმით, მთავრობა სავარაუდოდ მომავალ კვირას კონკრეტულ დადგენილებას მიიღებს რთველის ღონისძიებების ხელშეწყობასთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, არცერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება.