ევროპარლამენტი ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის სტუდენტებს, მკვლევარებსა და სტაჟიორებს, ევროკავშირში მუშაობისა და გადაადგილების ახალ, გამარტივებულ წესებს სთავაზობს:

  • სწავლის ან კვლევის დასრულების შემდეგ, სტუდენტებსა და მკვლევარებს ევროკავშირში დარჩენა, სულ ცოტა, 9 თვის განმავლობაში შეეძლებათ იმისთვის, რომ მოძებნონ სამსახური, ან წამოიწყონ ბიზნესი.
  • სტუდენტები და მკვლევარები ევროკავშირში ყოფნის განმავლობაში მის ტერიტორიაზე მარტივად გადაადგილებას შეძლებენ. სამომავლოდ, მათ აღარ მოუწევთ სავიზო აპლიკაციის შევსება. ისინი მხოლოდ ევროკავშირის წევრ იმ სახელმწიფოს მიმართავენ, რომელშიც ისინი გადაადგილდებიან. მაგალითად, სამომავლოდ სტუდენტებმა ასეთ პრაქტიკას მაშინ უნდა მიმართონ, როდესაც ერთსემესტრიან გაცვლით პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას. მკვლევარებს კი იმაზე დიდი ხნით შეეძლებათ იქ დარჩენა, ვიდრე აქამდე ჰქონდათ ამის შესაძლებლობა.
  • მათ ასევე უფლება ექნებათ თავიანთი ოჯახის წევრებიც წაიყვანონ, რომლებსაც ასევე ექნებათ ევროკავშირის ტერიტორიაზე მუშაობის უფლება.
  • სტუდენტებს შეეძლებათ კვირაში, სულ ცოტა, 15 საათი იმუშაონ.

ახალი რეგულაციის თანახმად, ევროკავშირში ჩასული ევროპული პროგრამებში ჩართული მოხალისეებისა და სტაჟიორების ჩასვლისათვის ერთიანი სისტემის შექმნასა და იქ ყოფნის პერიოდში მათი უკეთეს დაცვასაც გულისხმობს.