შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს საშუალება ეძლევათ მართვის მოწმობის ასაღები პრაქტიკული გამოცდა ადაპტირებული ავტომობილით ჩააბარონ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული სერვისი შსს-ს კვლევისა და განვითარების დეპარტამენტისა და მომსახურების სააგენტოს ერთობლივი მუშაობის შედეგია.

ფოტო: შინაგან საქმეთა სამინისტრო

"მომსახურების სააგენტოში ისინი მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებას ადაპტირებული ავტომანქანით შეძლებენ. ვფიქრობ, ეს სიახლე მათ მართვის მოწმობის აღების პროცედურას გაცილებით გაუადვილებს." - განაცხადა შს მინისტრმა.

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე სპეციალიზებული ავტომობილით მხოლოდ გარკვეული კატეგორიის შშმ პირები ისარგებლებენ, თუმცა, მომავალში ყველა კატეგორიის შშმ პირს მიეცემა საშუალება, მართვის მოწმობის ასაღები პრაქტიკული გამოცდა ადაპტირებული ავტომობილით ჩააბაროს.