გავრცელებული ინფორმაციით, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონი, გიგა ტატიაშვილიც დააკავეს. სპორტსმენის მამამ პალიტრანიუსს სატელეფონო საუბრისას დაკავება დაუდასტურა. მისივე თქმით, ის უდანაშაულოა.

On.ge დაუკავშირდა ძიუდოს ფედერაციის პრესსამსახურს, სადაც გვითხრეს, რომ გიგა ტატიაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ.

დღეს, 26 ივნისს ცნობილი გახდა, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე რამდენიმე პირია დაკავებული. როგორც გარდაცვლილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ თქვა, სულ 17 ადამიანი დააკავეს.

22 ივნისს, 4-დღიანი ძებნის შემდეგ, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

თავდაპირველად გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე დაიწყო. შს მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განმარტებით, მას შემდეგ, რაც ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი გამოიკვეთა, კვალიფიკაციას კიდევ ერთი — ძალადობის მუხლი დაემატა.

ფეხბურთელის საქმის შესახებ ვრცლად იხილეთ აქ: რა ვიცით გიორგი შაქარაშვილის საქმეზე