სოფო კილაძე ანტიეროვნულს ეძახის NGO-ებს, რომლებმაც გაეროს ურჩიეს, მისი კანდიდატურა არ აირჩიონ
ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე ანტიეროვნულს უწოდებს არასამთავროებო ორგანიზაციებს, რომლებმაც გაეროს მოუწოდეს, რომ ის ბავშვთა უფლებების კომიტეტში არ აირჩიონ.
კილაძე ამტკიცებს, რომ ეს NGO-ები ებრძვიან ქართულ სახელმწიფოს, რადგან აბრკოლებენ იმ ფაქტს, რომ გაეროში საქართველოს "ღირსეული წარმომადგენელი ჰყავდეს".
"ამ თავისის განცხადებით, NGO-ების ნაწილმა ყველას დაანახა, რომ ისინი ებრძვიან ქართულ სახელმწიფოს. NGO-ების ნაწილი, რომ ებრძვის თავის სამშობლოს, ეს ჩვენ დიდი ხანია ვიცით ქვეყნის შიგნით, მაგრამ ამ განცხადებით მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ ისინი პირდაპირ ებრძვიან ქართულ სახელმწიფოს. აქ სოფო კილაძეზე არ არის საქმე, აქ არია საქმე რომ გაეროში ქართულ სახელმწიფოს ჰყავდეს ღირსეული წარმომადგენელი და ეს იქნება ქვეყნის სახე, ქვეყნის გამარჯვება", — განაცხადა მან.
ადამიანის უფლებებზე მომუშავე 52 არასამთავრობო ორგანიზაცია გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს მიმართვას, რომ პარლამენტის დეპუტატი სოფო კილაძე ახალ წევრად არ აირჩიონ. ივნისის ბოლოს აღნიშნულმა კომიტეტმა 9 ახალი წევრი უნდა აირჩიოს.
მონაწილე სახელმწიფოები კომიტეტის მომავალ კანდიდატებს გამჭვირვალე და ღია კონკურსის წესით არჩევენ და წარუდგენენ კომიტეტს. საქართველომ კომიტეტის წევრობის კანდიდატად პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო კილაძე წარადგინა.
როგორც ხელმომწერი ორგანიზაციები აცხადებენ, ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრობის კანდიდატის შერჩევისას გაეროს რეკომენდაციები პროცედურებთან შედარებით გათვალისწინებული არ იყო.
არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ კილაძე არ უნდა აირჩიონ კომიტეტის წევრად, რადგან მისი კვალიფიკაცია, რეპუტაცია და შერჩევის პროცესში გაეროს რეკომენდაციების დარღვევა ამის საფუძველს არ იძლევა.
რაც შეეხება კანდიდატის შერჩევის ღიაობას, განცხადებაში ნათქვამია, რომ გაეროს მოთხოვნით, კონკურსი უნდა იყოს ღია, კანდიდატებთან ჩატარდეს საჯარო გასაუბრება და ყველა დაინტერესებულ პირს კონკურსში მონაწილეობის საშუალება უნდა მიეცეს. როგორც ორგანიზაციები აცხადებენ, სოფო კილაძე საზოგადოებისგან ფარულად შეირჩა.
ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ სოფო კილაძე მნიშვნელოვან კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს და არ აქვს მაღალი ექსპერტული ცოდნა ბავშვის უფლებების დაცვის სფეროში.
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ასევე ამბობენ, რომ სოფიო კილაძესთან დაკავშირებით სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი, რის გამოც ის ვერ ჩაითვლება დამოუკიდებელ კანდიდატად. ამის მიზეზი კი ისაა, რომ შერჩევის დროს და ახლაც ის პარლამენტის დეპუტატია, რის გამოც არ შეიძლება ჩაითვალოს, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენელი დამოუკიდებელი კანდიდატია.
ერთ-ერთ პრობლემურ საკითხად ორგანიზაციები ასევე გამოყოფენ სოფო კილაძის სამოქალაქო სექტორთან ურთიერთობას.
განცხადებაზე ხელმომწერი 52 ორგანიზაცია გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს თხოვნით მიმართავს, რომ გაითვალისწინონ კრიტიკული შეფასებები და სოფო კილაძის არჩევა არ დაუშვან.
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
კომენტარები