ქართული ოცნების დეპუტატი, სოფო კილაძე, თბილისის მერის მიერ დეზინფორმაციაზე დაწყებული ახალი პროექტის ბანერის შესახებ კახა კალაძის სიტყვებს იშველიებს და ამბობს, რომ ეს სისხლი არ არის, არამედ "ჩამოღვენთილია რაღაც".

"ბატონმა კალაძემ თავად განმარტა, რომ ეს სისხლი კიარა, ჩამოღვენთილია უბალოდო, ასეთი ფორმა შევარჩიეთო. მესმის, რომ შეეცდებიან გარკვეული მედიასაშულებები არასწორ ინტერპრეტაციას, მაგრამ საბოლოო ჯამში ამას გადაწყვეტენ ჩვენი მოქალაქეები".

გუშინ, 25 ივნისს კახა კალაძემ თქვა, რომ ფეისბუქში გამოქვეყნებულ ანონსში მთავარი არხის, ფორმულასა და TV პირველის ლოგოები არა სისხლში "არამედ ტყუილებშია ჩაღვენთილი".

გუშინ, 25 ივნისს თბილისის მერმა განაცხადა, რომ ფეიკნიუსის წინააღმდეგ ვიდეოჩართვებს იწყებს. მისი თქმით, ყველას, ვინც მერიისა და მის წინააღმდეგ ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, "ცხვირ-პირში სიმართლის მუშტი მოხვდებათ".

როგორც კალაძე ამბობს, რადგან არჩევნები ახლოვდება, პოლიტიკოსებსა და მედიასაშუალებებში ცრუ და ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებამ იმატა და სწორედ ამიტომ, აპირებს, რომ მათ "არგუმენტირებულად" და "რაციონალურად" უპასუხოს. მისი თქმით, ვიდეოჩართვებში მოსახლეობას აჩვენებენ, თუ როგორ ცდილობენ კონკრეტული მედიასაშუალებები საზოგადოების სიცრუეში შეყვანას.