ჩუგოშვილი: თანამდებობის პირები სთხოვენ ომბუდსმენს, დაიცვას მოქალაქეებისგან, წარმოუდგენელი ვითარებაა
პარლამეტში დამოუკიდებელი დეპუტატის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, თანამდებობის პირებს აქვთ შეგრძნება, რომ სახალხო დამცველმა ხელისუფლება უნდა დაიცვას. მან გადაცემა სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში პარლამენტში სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშზე ისაუბრა, რომელიც ნინო ლომჯარია 25 ივნისს წარადგინა.
როგორც ქართული ოცნების ყოფილი წევრი ამბობს, ნაცვლად იმისა, რომ დეპუტატებს ადამიანის უფლებებზე ესაუბრათ, მათ დეზინფორმაციაზე დაიწყეს საუბარი. მისივე თქმით, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კუთხით ქვეყანა გამოწვევების წინაშე დგას და სახელმწიფო პოლიტიკაც სუსტია, თუმცა მმართველი პარტიის დეპუტატებმა ეს სულ სხვა კუთხით განიხილეს.
"ეს იყო შემდეგი კუთხიდან, რომ პოლიტიკური ოპონენტები და მედიასაშუალებები გვაკრიტიკებენ და გვიქმნიან პიარულ პრობლემას და ამაში როლს რატომ არ ასრულებთ. წარმოიდგინეთ, რომ სახალხო დამცველი, სახელმწიფო ინსტიტუტი მოდის საკანონმდებლო ორგანოში და ამბობს, რომ პრობლემა გვაქვს ჯანდაცვაში, სასამართლოში, შრომით უფლებებში და შენ, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი, პასუხობ, რომ მე ვიღაცები მაკრიტიკებენ, დაჩაგრულად ვგრძნობ თავს და დამიცავი.
სახალხო დამცველი არსებობს იმისთვის, რომ სახელმწიფოსგან დაიცვას მოქალაქე. იმ თანამდებობის პირებისგან დაიცვას მოქალაქე, რომელიც შეიძლება იჩაგრებოდეს. შებრუნებული ვითარება გვაქვს — თანამდებობის პირები სთხოვენ სახალხო დამცველს, რომ დაიცვას მოქალაქეებისგან, წარმოუდგენელი ვითარებაა", — აღნიშნა ჩუგოშვილმა.
მისი მოსაზრებით, დეზინფორმაციის კუთხით მმართველი პარტიის ასეთი გააქტიურება საარჩევნო კამპანიის დაწყების მანიშნებელია.
დღეს პარლამენტში დეპუტატები აქტიურად განიხილავდნენ მედიაში დეზინფორმაციის საკითხებს და მაგალითად ოპოზიციურად განწყობილი ტელეკომპანია მთავარი მოჰყავდათ. ფეიქნიუსებთან დაკავშირებით ვიდეოჩართვები დაიწყო თბილისის მერმა კახა კალაძემ, რომელმაც რამდენიმე ტელეკომპანიის სიუჟეტი განიხილა.
გარდა ამისა, POSTV-ში შალვა რამიშვილის გადაცემაში სტუმრობისას დეზინფორმაციაზე საუბარს დიდი დრო პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემაც დაუთმო.
-
გადახედვადააკავეს 4 ქართველი, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს 4 ქართველი, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
კომენტარები