ტესტი: რამდენად კარგად იცნობ საბჭოთა პროპაგანდას?
33 მანეთი და ცხელი ბორში — ეს ორი ფრაზა ყველაზე კარგად ასახავს საბჭოთა პროპაგანდის გავლენას საქართველოს მოსახლეობის ცნობიერებაზე. წლების შემდეგ, დამოუკიდებელ ქვეყანაში ცხოვრების დროსაც კი, ზოგიერთი საბჭოთა რეალობას მისტირის. ისინი ადიდებენ კომუნისტურ წყობას, ხოტბას ასხამენ იოსებ სტალინს და დარწმუნებული არიან, რომ საბჭოთა კავშირი დროს, სამყარო უკეთესი იყო.
ეს დამოკიდებულება გვაკვირვებს, თუმცა, ამ დროს გვავიწყდება მთავარი — საბჭოთა მოქალაქემ იშვიათად იცოდა, რა ხდებოდა სინამდვილეში. პროპაგანდის მანქანა მუშაობდა იმაზე, რომ მათ ცნობიერებაში საბჭოთა რესპუბლიკა შრომასთან, კოლმეურნეობასთან, გეგმის გადაჭარბებულ შესრულებასთან და ჯილდოებთან ყოფილიყო ასოცირებული. მათ არწმუნებდნენ, რომ სსრკ არა ტოტალური სახელმწიფო, არამედ დაუმარცხებელი მოძმე ერთა კავშირია, რომელიც განვითარებით კაპიტალიზმს უსწრებს. საინფორმაციო ვაკუუმში, რკინის ფარდაში ჩაკეტილი მოსახლეობის დიდი ნაწილი ვერ ახერხებდა გაერკვია რა იყო სიმართლე.
შეავსეთ ჩვენი ტესტი და გაიგეთ, რა იცით საბჭოთა პროპაგანდის მექანიზმებისა და მიზნების შესახებ
ტესტი: რამდენად კარგად იცნობ საბჭოთა პროპაგანდას?
ტესტის დაწყება1 / 13 გამოიცანი რომელია საბჭოთა პროპაგანდისტული მესიჯი:
- პური ჩვენი ძალაა, ქვეყანაში შემოჭრილი მტრისთვის კი სიკვდილი
- არ დატოვო მიწა დასამუშავებელი, ხვალ მაინც შენი გასაკეთებელია
- რაც მეტს დათეს, მით მეტ მოსავალს აიღებ და ოჯახს გაახარებ
- დათესე და მოიყვანე მოსავალი, თუ გინდა რომ შენი იყოს მომავალი
2 / 13 გამოიცანი, ჩამოთვლილთაგან რომელი იყო საბჭოთა რესპუბლიკის პირველი პროპაგანდისტული მესიჯი საქართველოში?
- "კაპიტალისტური ამერიკის ბოროტი გეგმები საქართველოს დიდების მტერია"
- "ქართველი მენშევიკების მთავრობა მტარვალი, ვერაგი და ფლიდია. ზიზღი მათ"
- "თურქეთიც ოკუპანტია"
- "პლორეტარიატებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!"
3 / 13 როგორ შეფუთა საბჭოთა კავშირმა 1921 წლის 25 თებერვლის ანექსია?
- დაცემულ იუნკერთა ხსოვნის დღე
- პატრიოტული გრძნობებით ანთებული ქართველების დამარცხება
- აჯანყებული ქართველი მენშევიკების განადგურება
- გასაბჭოების დიდი დღესასწაული
4 / 13 იყო თუ არა საბჭოთა კავშირი საკვების ყველაზე დიდი ექსპორტიორი მსოფლიოში?
- რა თქმა უნდა იყო, კოლმეურნეობის გეგმები ხომ გადაჭარბებით სრულდებოდა
- არა, ეს მორიგი პროპაგანდისტული ტყუილია, რეალობა საპირისპირო იყო
5 / 13 გამოიცნობ, რა მიზნით იყენებდნენ "ბედნიერ" ბავშვებს პოსტერებზე?
- მშობლებისთვის იმის საჩვენებლად, რომ საბჭოთა რესპუბლიკას ბევრი შვილი უნდა გაუზარდონ
- კომუნიზმის, როგორც ბავშვებსა და მომავალზე ორიენტირებული იდეოლოგიის წარმოსაჩენად
- იოსებ სტალინის, როგორც დიდი ბელადის იმიჯის გასაძლიერებლად
6 / 13 ტყუილია თუ მართალი, რომ მოსკვიჩი საბჭოთა კავშირში გამოგონილი მოდელია?
7 / 13 საბჭოთა ხელისუფლების მტკიცებით, რამ გამოიწვია აფეთქება ჩერნობილის ატომურ სადგურზე?
- რეაქტორის მშენებლობისას დაშვებულმა კრიტიკულმა შეცდომებმა
- რეაქტორის მენეჯერების, ინჟინრებისა და ღამის ცვლის თანამშრომლების შეცდომამ
- უცხოეთში შესყიდულმა უხარისხო საწარმოო მასალამ
8 / 13 ჩერნობილში აფეთქებიდან 1 კვირაში კომუნისტურმა პარტიამ პრიპიატში მშომელთა დღე აღნიშნა. რა იყო ამის მიზეზი?
- საბჭოთა ხელისუფლებას არ სურდა აფეთქების მასშტაბები და საფრთხე ეღიარებინა
- საბჭოთა მოქალაქეებს კანონი ავალდებულებდათ, რომ მშრომელთა დღე აღენიშნათ
- პრიპიატი აფეთქების ცენტრიდან შორს მდებარეობდა და რადიაციის მაჩვენებელი არ იყო საფრთხისშემცველი
9 / 13 რატომ ებრძოდა საბჭოთა კავშირი რელიგიას?
- იმიტომ, რომ ათეიზმი მე-20 საუკუნეში მოდური გახდა და ტენდენციებზე ჩამორჩენა არ უნდოდათ
- იმიტომ, რომ რელიგიური დოგმები მუშათა კლასის წყობას ეწინააღმდეგებოდა
- იმიტომ, რომ რელიგია ერის თვითმყოფადობის ნაწილი იყო, რასაც საბჭოთა კავშირი ვერ დაუშვებდა
- იმიტომ, რომ ღმერთი არ არსებობს, რელიგია ტვინის გამორეცხვის საშუალებაა
10 / 13 გამოიცანი რა არის საბჭოთა პოსტერის მთავარი სათქმელი:
- შენთვისვე აჯობებს, დრო ლაპარაკის ნაცვლად, საქმეში დახარჯო
- ასე გამოიყურება ამერიკული დემოკრატია
- სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას არ შევზღუდავთ
- ტყუილად ლაპარაკს, კარგი არავისთვის მოუტანია
11 / 13 რა მესიჯბოქსი ჰქონდა კომუნისტურ პარტიას 1989 წლის აპრილში ეროვნული მოძრაობის გააქტიურებისას?
- ანტისაზოგადოებრივი, მოხულიგნო ელემენტების შეკრება
- ახალგაზრდები ნათელი კომუნისტური მომავლისთვის იბრძვიან
- ნაცისტური ძალების მიერ მართული ტერორისტები საბჭოთა კავშირის დამხობას ცდილობენ
12 / 13 როგორ "გაამართლა" საბჭოთა კავშირმა 9 აპრილის აქციის დარბევა და პროტესტის მონაწილეების სიკვდილი?
- "წითელ არმიაში რამდენიმე აგენტი იყო შეგზავნილი, რომლებმაც სიტუაცია სპეციალურად დაძაბეს"
- "უკიდურესი მიმართულების არაფორმალურ გაერთიანებათა ლიდერებმა ისარგებლეს სტუდენტებისა და ახალგაზრდების გამოუცდელობით და კატასტროფამდე მიიყვანეს საზოგადოება"
- "საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნის უფლებას ვერ მივცემდით, ეს სხვა რესპუბლიკებსაც წაახალისებდა"
- "აღვკვეთეთ შტურმი სახელმწიფო ინსტიტუტზე"
13 / 13 გამოიცანი, რომელია რეალური ფოტო და რომელი ფოტომანიპულაცია
ტესტი მოამზადა On.ge-მ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. მასალის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია On.ge. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულებებს.
თუ გინდა, რომ ნამდვილი და ყალბი ამბები ერთმანეთისგან მარტივად განასხვავო და დეზინფორმაციისგან სხვებიც დაიცვა, შემოგვიერთდი ჯგუფში – ერთად ვებრძოლოთ დეზინფორმაციას.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები