საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ მერაბ ტურავა აირჩიეს. ტურავამ პლენუმის ცხრა წევრიდან ხუთის ხმა მიიღო. სასამართლოს თავმჯდომარეობის მეორე კანდიდატმა, ირინე იმერლიშვილმა ოთხი ხმა მიიღო.

მერაბ ტურავა უფლებამოსილებას არჩევისთანავე შეუდგება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩევა. საკონსტიტუციო სასამართლოს წინა თავმჯდომარეს, ზაზა თავაძეს უფლებამოსილების ვადა 15 ივნისს ამოეწურა.

მერაბ ტურავა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად 2015 წელს პარლამენტმა აირჩია.