Fortnite-ში კრისტოფერ ნოლანის ფილმების ჩვენება გაიმართება
კინოთეატრები დახურულია? გეიმერებისთვის ეს პრობლემას სულაც არ წარმოადგენს: საყვარელი ფილმების სეანსებზე დასწრება ვირტუალურად შეეძლებათ.
26 ივნისს ონლაინ ვიდეოთამაშ Fortnite-ში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამედროვე რეჟისორის, კრისტოფერ ნოლანის სამი გახმაურებული ფილმის ჩვენება გაიმართება: The Prestige, რომელშიც ჰიუ ჯეკმანი, სკარლეტ იოჰანსონი და კრისტიან ბეილი თამაშობენ; ბეტმენის საკულტო ტრილოგიის ფილმი Batman Begins და 2010 წელს გამოსული Inception ლეონარდო დიკაპრიოს მონაწილეობით.
ფილმების ჩვენება ამ ონლაინ თამაშში კუნძულ Party Royale-ზე დიდ ეკრანზე გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანია Epic Games-მა გაავრცელა.
ამ ერთგვარი ფილმების ვირტუალური მინიკინოფესტივალი დაანონსებამდე, რამდენიმე კვირით ადრე Fortnite-ში კრისტოფერ ნოლანის ახალი ფილმის ტრეილერის პრემიერა შედგა.
სამწუხაროდ, ფილმების ჩვენება ყველა ქვეყანაში თანაბრად ხელმისაწვდომი არ იქნება. Epic Games-ის ვებგვერდზე Fortnite-ის მოთამაშეებს შესაძლებლობა აქვთ გაიგონ, თუ რომელი ქვეყნიდან შეეძლებათ ფილმების ნახვა და დროის რომელ კონკრეტულ მონაკვეთში.
"ყველა ქვეყანაში სხვადასხვა ფილმის ჩვენების უფლებაზე დისტრიბუტორ კომპანიებს განსხვავებული მოთხოვნები აქვთ. ამ პირველი სატესტო მცდელობისას ძალიან ვეცადეთ, რომ მაქსიმალურად ბევრ ადამიანს გამოეცადა ეს ახალი შესაძლებლობა. ეს კი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ქვეყანაში ცხოვრობთ და სამწუხაროდ, ჩვენ არ შეგვიძლია, რომ ყველასათვის თანაბრად ხელმისაწვდომი გავხადოთ ის", — აცხადებენ თამაშის წარმომადგენლები.
როგორც Variety წერს, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა Fortnite-ში მსგავსი სახის ღონისძიება იმართება: აპრილში ჰიპ-ჰოპ მომღერლის ტრევის სკოტის ვირტუალური კონცერტი გაიმართა, რომელმაც რეკორდი მოხსნა და 12,3 მილიონი მსმენელი ჰყავდა.
როგორც ჩანს, ახალი შესაძლებლობების ძიება ვირტუალურ სივრცეებში კიდევ უფრო აქტუალური ხდება, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა პანდემიის გამო ადამიანების ჩვეული ცხოვრების წესი რადიკალურად იცვლება.
ონლაინ ვიდეოთამაშ Fortnite-მა 2017 წელს იხილა მზის სინათლე და დღეს უკვე 350 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
კომენტარები