პროკურატურის ინფორმაციით, ქრთამის მიცემის ბრალდებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დეპარტამენტის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი და ადვოკატი დააკავეს. უწყების განცხადებით, მათ შუამავალს შესთავაზეს ერთ-ერთი თანამდებობის პირისათვის ქრთამის სახით 100 000 ლარის გადაცემა, რის სანაცვლოდაც აღნიშნული ადვოკატის დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებული უნდა გათავისუფლებულიყო სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.

მათი თქმით, მომხდარის თაობაზე შუამავალმა გენერალურ ინსპექციას აცნობა, სადაც დაიწყო გამოძიება და მოპოვებული მტკიცებულების საფუძველზე დააკავეს ადვოკატი, რის შემდეგაც სასამართლოს პატიმრობის შეფარდების შუამადგომლობით მიმართეს. ხოლო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.