23 ივნისს, კომპანია Acer-ის ონლაინ პრესკონფერენცია next@acer გაიმართა, რომლის მავარი სლოგანი იყო — "Rock, Paper, Scissors". კომპანიის თქმით, ეს სამი ელემენტი სიმბოლურად სამ სერიულ ხაზს ასახავს:

  • Paper (ქაღალდი) — მოიცავს მუდმივი ევოლუციის სიმბოლოს აიტი ბიზნესის განვითარებაში და წარმოადგენს თხელი, მსუბუქი და ამავდოულად უსწრაფესი ნოუთბუქების სერიას;
  • Scissors (მაკრატელი) — პროდუქტი, რომელიც შექმნილია კრეატიული ადამიანებისთვის;
  • Stone (ქვა) — გამძლე, პორტატული და ხარისხიანი პროდუქტი, რომელიც გათვლილია სპეციფიკურ სფეროში მომუშავე პროფესიონალებისთვის და ინდუსტრიული კომპანიებისათვის.

2019 წლის ბოლოდან COVID-19–ის გავლენის მიუხედავად, Acer სწრაფად გამოეხმაურა პროდუქტის მზარდ მოთხოვნას ბაზარზე, რის შედეგადაც აიტი წარმოებაში ლიდერის სტატუსი მოიპოვა.

ქაღალდის კატეგორია

ფოტო: Swift 5

ახალი Swift 5 არის მაქსიმალურად თხელი და მსუბუქი ნოუთბუქი, რომელიც ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ენერგია და ეფექტურობა შესთავაზოს მომხმარებელს. მას გააჩნია უახლესი Intel® Core ™ პროცესორები და NVIDIA® GeForce® MX350 გრაფიკული ჩიპი. ახალი Swift 5 პირველი თხელი და მსუბუქი სამომხმარებლო ლეპტოპია, სრულად გამორჩეული ანტიმიკრობული მახასიათებლებით. გარდა ამისა, მომხმარებლებს შეეძლებათ ბგერის დონის გაკონტროლება — სისტემა შეიძლება გადავიდეს მდუმარე გაგრილების რეჟიმზე, რაც მოსახერხებელია ონლაინ კონფერენციის ან ოფისიდან მუშაობის დროს.

მაკრატელი: Concept D სერიის ლეპტოპები

პროდუქციის ხაზი კრეატიული სფეროს წარმომადგენლებისთვის, გრაფიკული დიზაინერებისათვის და კომპიუტერული გრაფიკის პროფესიონალი დეველოპერებისთვის შექმნილ სერიას მოიცავს. თანამედროვე კომპიუტერული პროდუქტების ConceptD ოჯახის ახალი წევრები პროფესიონალებს ელეგანტური დიზაინის მქონე პრემიუმ შესაძლებლობებს სთავაზობენ.

ახალი ConceptD-ის ლეპტოპები აღჭურვილია Acer–ის ინოვაციური Ezel Hinge ინტუიციური მუშაობის ეფექტით, ხოლო დესკტოპის ახალი დიზაინი პროფესიონალური გრაფიკული მახასიათებლით გამოირჩევა. ConceptD 3 Ezel–ის კონვერტირებადი ნოუთბუქი შექმნილია მათთვის, ვინც მუდამ მოძრაობს, ConceptD 100–ის ძლიერი დესკტოპი იდეალურია კრეატიული სტუდიებისთვის, ხოლო ConceptD მონიტორის ტრიო, როგორიცაა ConceptD CP5, ConceptD CP3 და ConceptD CM3 კომპიუტერული გრაფიკის პროფესიონალებისთვის.

ქვა = გამძლეობას

მესამე, ბოლო კატეგორიაში წარმოდგენილი იყო Enduro მოწყობილობების ახალი სერია, რომელსაც MIL-810G სამხედრო დონის გამძლეობა და IP65 სერტიფიკატები გააჩნია, რაც საგანგებო რეაგირების, საველე თუ საწარმოო სამსახურებში მომუშავე ადამიანებისთვის დამატებით საიმედოობას უზრუნველყოფს. "უხეში" ნოუთბუქებისა და ტაბლეტების ახალი ხაზი სპეციალურად გათვლილია პროფესიონალთათვის საჭირო მახასიათებლებზე, როგორებიცაა გამძლეობა, პორტატულობა და ეფექტური მუშაობა. საგანგებო რეაგირებისა და საწარმოო სამსახურებში მომუშავე პერსონალისთვის Acer Enduro N7 იქნება საიმედო კომპანიონი, ხოლო წვეულებების ორგანიზატორებსა თუ მოყვარულებს საინტერესო მახასიათებლებს სთავაზობს გამძლე და ამავე დროს მსუბუქი და თხელი Enduro N3. Enduro ტაბლეტების სერია ასევე ეფექტური იქნება საცალო, საწყობისა და საწარმო გამოყენებისთვის.

კონფერენციის ბოლოს, Acer-ს არც თამაშების მოყვარულები დავიწყებია და ვიდეოთამაშებისთვის შესაფერისი მოდელების - Predator Helios 700, Predator Helios 300, Predator Triton 300 და Nitro 7 განახლებაც დააანონსა. განახლებული მოდელები საუკეთესო სათამაშო გამოცდილებისთვის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ პროცესორსა და გრაფიკულ ჩიპს მიიღებენ.

ზუსტი სპეციფიკაციები, ფასები და ხელმისაწვდომობა რეგიონის მიხედვით განსხვავდება. კონკრეტულ ბაზრებზე პროდუქტის სპეციფიკაციისა და ფასების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ Acer-ის უახლოეს ოფისს.