ვაკეში, თამარაშვილის ქუჩაზე ხე წაიქცა და მანქანას დაეცა. როგორც On.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად 2 მანქანა დაზიანდა, ხოლი 1 მანქანის მძღოლი მსუბუქად დაშავდა.

თბილისის მერიის განმარტებით, ჯერჯერობით უცნობია ზუსტად რამ გამოიწვია ხის წაქცევა. მათივე განცხადებით, მიმდინარეობს მიზეზის დადგენა. მათივე ინფორმაციი, ადგილზე არსებულ კიდევ ერთ ხეს კი ეკოსერვისი გადაბელავს.