ორგანიზაციული ტრანსფორმაცია აქ და ახლა, თიბისის საერთაშორისო კონფერენციაზე
თანამედროვე სამყაროში კონკრეტული კომპეტენციები და ვიწრო პროფესიული ჭრილი უფრო და უფრო უმნიშვნელო ხდება. ადამიანები სწავლობენ და მუშაობენ სხვადასხვა მიმართულებით, ხშირად ისეთი მიმართულებებითაც, რომლებიც ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება.
ადამიანებთან ერთად იცვლება კომპანიების მიდგომაც — თანდათან უფრო და უფრო მეტი ორგანიზაცია ეჯაილის სისტემაზე გადადის. მუშაობის ამ პრინციპის დანერგვა 2019 წლიდან თიბისიმაც დაიწყო. ის ახლა, ერთი წლის თავზე, გამოცდილებას სხვებს გაუზიარებს და ამ თემაზე პირველად საერთაშორისო კონფერენციას გამართავს. სანამ კონფერენციაზე და იმაზე მოგიყვებოდეთ, როგორ შეგიძლიათ მასში მონაწილეობის მიღება, ეჯაილის სისტემას გაგაცნობთ.
რა არის ეჯაილი
ეჯაილი მსოფლიოს წამყვან ორგანიზაციებში ადაპტირებული მუშაობის თანამედროვე სისტემაა, რომელშიც გუნდის ნებისმიერი რგოლი თანაბრად მნიშვნელოვანია. ამ სისტემაში პასუხისმგებლობას ყველა თანაბრად ინაწილებს და მთავარი ღირებულება ინდივიდი ხდება.
ამ ტიპის მართვის სტილი თავის თავში როგორც ორგანიზაციული სტრუქტურების, ისე პროცესების, მიდგომებისა და კულტურის ცვლილებას გულისხმობს. ის ხელს უწყობს, ერთი მხრივ, თანამშრომლების პროფესიულ ზრდას, ხოლო, მეორე მხრივ, საუკეთესო შედეგების მიღწევას. ამ თემაზე უფრო დეტალურად თიბისის ეჯაილ ტრანსფორმაციის ლიდერს — ინგა ყელაურაძეს ვესაუბრეთ.
სწორედ მისგან შევიტყვეთ, რომ თიბისიმ ეჯაილის ტრანსფორმაცია 2019 წელს დაწყო და უკვე არაერთი კამპანია დანერგა და პროდუქტი გამოუშვა, მათ შორის: განახლებული მობაილბანკი, ციფრული ბარათი, განახლებული ინტერნეტ ბანკი იურიდიული პირებისთვის, მერჩანტ ჰაბი, Apple pay, სტატუს დიჯიტალ სატარიფო ნაკრები და სხვა. ასევე, ბევრი საბანკო პროცესი და ფუნქციონალი გაციფრულდა და ავტომატური გახდა.
ეჯაილის შემთხვევაში, კომპანია თანამშრომლებს არა პროფესიების მიხედვით, არამედ საერთო მიზნების გარშემო აჯგუფებს. ინგას განმარტებით, კომპანიებისთვის ეჯაილ ტრანსფორმაცია მომხმარებლის მოთხოვნებზე უფრო ეფექტიან რეაგირებას, ახალი პროდუქტებისა და სერვისების უფრო სწრაფად და ხარისხიანად შემუშავებას ნიშნავს. მისი თქმით, ამ შემთხვევაში კომპანიის სტრუქტურა და პროცესები მეტად მოქნილი ხდება — გაცილებით ნაკლებია ბიუროკრატიაც.
"თიბისიში ეჯაილ ტრანსფორმაციის გადაწყვეტილება თავის დროზე ძალიან სწორი იყო. ეს პანდემიამაც დაადასტურა. როდესაც იმ ფაქტის წინაშე დავდექით, რომ დისტანციურად უნდა გვემუშავა და გვემართა საკმაოდ ბევრი პროცესი, ყველაფერი იმდენად უმტკივნეულოდ მოხდა, რომ დამატებითი ძალისხმევა, ფაქტობრივად, არ დაგვჭირდა", — ამბობს ინგა.
რას ნიშნავს ეჯაილი თანამშრომლებისთვის
ეჯაილ ტრანსფორმაცია მხოლოდ კომპანიის მიდგომებს არ ცვლის, იცვლება თანამშრომლების პერსპექტივები და უმჯობესდება მათი სამუშაო გარემოც. მთავარი მიღწევა, რაც ამ შემთხვევაში უნდა აღინიშნოს, გაცილებით მეტი შესაძლებლობები და დამოუკიდებლობაა. თითოეულ თანამშრომელს შეუძლია, თავად გადაწყვიტოს, რა არის უკეთესი მიზნის მისაღწევად და როგორ ჩაერთვება ამ საქმეში.
ამ კუთხით, თიბისის ერთ-ერთი ბოლო ინიციატივაც, სამუშაო ადგილის არჩევის შესახებ, თანამშრომლების ყოველდღიურობის გამარტივებას ემსახურება — იმუშავე საიდანაც გინდა არა მარტო პანდემიისას, არამედ "ჩვეულებრივ" პირობებშიც.
"ეს თანამშრომლებს მოქნილობას, დამოუკიდებლობას აძლევს და მათდამი ნდობას გამოხატავს. ვფიქრობ, რომ ამაში ეჯაილ ტრანსფორმაციამ უდიდესი როლი ითამაშა — დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე ისე გადავედით, რომ არცერთი პროექტი, არცერთი მიმართულების ბიზნესპროცესი არ შეჩერებულა და პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ უკეთესი შედეგებიც კი გვქონდა კვარტალში", — ამბობს ინგა.
ჩვენთან საუბრისას ინგა აღნიშნავს, რომ ამ მხრივ კიდევ ერთი სწორი გადაწყვეტილება იყო ის, რომ ეჯაილ სტრუქტურა ავტომატურად იმავე ადამიანებით, იმავე პოზიციებზე, არსებული კადრებით არ დაკომპლექტდა.
შედეგად, თიბისის თანამშრომლების პროდუქტიულობა 17%-ით, ხოლო ბედნიერების ინდექსი 16%-ით გაიზარდა. თანამშრომლების 30%-მა, რომელმაც ეჯაილ სტრუქტურაში გადაინაცვლა, შეიცვალა პოზიცია და ახალი მიმართულებით გააგრძელა მუშაობა. გარდა ამისა, კომპანიას 170 ახალი თანამშრომელი დაემატა.
ინგა აღნიშნავს, რომ ამ კუთხით მნიშვნელოვანია თანამშრომლების ჩართულობაც, რაც მენეჯმენტთან ახლო კავშირსაც გულისხმობს. თიბისის მაგალითზე ეს გარკვეულწილად ყოველკვირეულ შეხვედრებში გამოიხატება, სადაც მენეჯმენტი და თანამშრომლები ინფორმაციას ცვლიან, საუბრობენ გამოწვევებზე და პრობლემებზე.
"ზოგადად, ეჯაილის კულტურა შენი მომხმარებლისგან და თანამშრომლებისგან სწრაფ უკუკავშირს გულისხმობს, რაც შემდგომში სწორი გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას გაძლევს. ამით შეგიძლია, მარტივად ადაპტირდე და უპასუხო როგორც კლიენტების, ისე თანამშრომლების მოთხოვნას. თანაც, რეალურად იცოდე, რა ხდება შენ გარშემო", — გვეუბნება ინგა.
პირველი საერთაშორისო კონფერენცია ორგანიზაციულ ტრანსფორმაციაზე
მას შემდეგ, რაც საკმაო გამოცდილება დაგროვდა, შიდა კადრები ადგილობრივ ბაზაზე გადაამზადეს და ამ საკითხის მიმართ ინტერესიც უფრო გაიზარდა, თიბისიმ გადაწყვიტა, საკუთარი ცოდნა და ინფორმაცია სხვებისთვისაც გაეზიარებინა. ინგა გვიხსნის, რომ ამ მხრივ საქართველოში ინფორმაცია მარტივად ხელმისაწვდომი არაა, რადგან ცოტაა ისეთი ადამიანი, რომელსაც ტრანსფორმაციის საქმეზე უმუშავია და პირადი გამოცდილების გაზიარებას შეძლებს.
აქედან გაჩნდა საერთაშორისო კონფერენციის ჩატარების იდეაც, რომელიც ამ მიმართულებით საქართველოში პირველია. კონფერენცია სტუდენტების, მცირე თუ დიდი კომპანიების და კერძო პირების ინტერესებს მოერგება, მომხსენებლები კი მათ სხვადასხვა მიგნებას გააცნობენ.
"ვიფიქრეთ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის, ადგილობრივი კომპანიებისთვის, სტუდენტებისთვის თუ ზოგადად, ტექნოლოგიური მიმართულებისთვის ეს ძალიან კარგი მხარდაჭერა იქნებოდა. საინტერესოა სხვებისთვის იმის გაზიარება, რაც ახლა ჩვენთვის ხელმისაწვდომია. დაინტერესება ძალიან მაღალი იყო და არის და იმედი მაქვს, ყველა კითხვას ვუპასუხებთ. ჩვენის მხრივ, ვისაუბრებთ, რას მოიცავდა თიბისის ეჯაილ ტრანსფორმაცია, რა გამოწვევები გვქონდა და რატომ გადავდგით ეს ნაბიჯი. პარალელურად, სხვა ცნობილი ბანკებისა და კომპანიების ტრანსფორმაციების შესახებ მოვისმენთ ისტორიებს უშუალოდ იმ ადამიანებისგან, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული", — ამბობს ინგა.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ კონფერენციაზე დასწრება ნებისმიერი ადამიანისთვის სრულიად უფასოა და ამისთვის 2 ივლისამდე რეგისტრაცია tkt.ge-ზე უნდა გაიაროთ.
კონფერენციის მონაწილეებს შორის არიან ცნობილი საერთაშორისო ექსპერტები ეფი ვან დენ ბორნე და პიტერ ჯეიკობსი, რომლებიც საერთაშორისო ჰოლანდიური ბანკის, ING-ის ეჯაილ ტრანსფორმაციაზე მოგვიყვებიან. გარდა ამისა, მოწვეულია გიორგი მამალაძე, კომპანია Siemens-დან, უცხოელი და ქართველი ექსპერტები კომპანიებიდან: Mckinsey, Unicredit, IT altris, AgileLAB, Busuu, Siemens, HTC Solutions და სხვა.
ძირითადი ნაწილის დასრულების შემდეგ, რომელსაც Zoom-ში თქვენთვის საინტერესო დროს შეგიძლიათ შეუერთდეთ, პანელური დისკუსია გაიმართება.
თიბისიში ფიქრობენ, რომ სექტემბერში რისკების მიმართულებით ტრანსფორმაცია დასრულებული იქნება და შემდეგ მიმართულებად, ალბათ, ფინანსებს აირჩევენ. თიბისი აპირებს, რომ ეჯაილ ტრანსფორმაციაში შვილობილი კომპანიებიც ჩართოს.
უფრო მეტს ეჯაილ ტრანსფორმაციაზე აქ და ახლა, ონლაინ კონფერენციაზე მოისმენთ.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები