სააკაშვილი: აღმაშენებელთან შედარებით არავინ ვარ, მაგრამ მასზე ბევრად ადრე გამიხსენებენ კარგად
საქართველოს ექსპრეზიდენტი და უკრაინის რეფორმების ასოციაციის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მას ქართველები უფრო ადრე გაიხსენებენ კარგად, ვიდრე დავით აღმაშენებელს, რომელზეც 5 საუკუნე არ საუბრობდნენ. სააკაშვილი ამტკიცებს, რომ აღმაშენებელს არ ედრება, მაგრამ ის მაგალითად მოჰყავს, როცა საქართველოს მოქალაქეების მისდამი დამოკიდებულებას განიხილავს.
"ქართველები რაღაც მომენტში ჩემგან დაიღალნენ, მაგრამ ახლა მაფასებენ და მე მათგან სიყვარულს ვგრძნობ. ვფიქრობ, არამარტო 3 ან 5 საუკუნის შემდეგ გამიხსენებენ, მე ამაში დარწმუნებული ვარ, არამედ ახლაც მაფასებენ.
დავით აღმაშენებელი ყველაზე დიდი ქართველი მეფე იყო, არ ვედრები, მაგრამ ხუთი საუკუნის განმავლობაში მისი ხსნებაც კი არ შეიძლებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მან ქართული სახელმწიფოებრიობა შექმნა. ის ცუდად დაიმახსოვრეს, რადგან ხანდახან ხისტი იყო. არც მთლად სტალინი ან კალიგულა იყო, თუმცა მაინც ხისტი იყო. მასთან შედარებით არავინ ვარ, მაგრამ მგონია, რომ ბევრად ადრე გამიხსენებენ კარგად, ვიდრე დავით აღმაშენებელს", — განაცხადა მან უკრაინელ ჟურნალისტთან, დმიტრი გორდონთან ინტერვიუში.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საკუთარ თავზე საუბრისას სააკაშვილს პარალელად დავით აღმაშენებელი მოჰყავს. ქართველ მეფესთან მსგავსების შესახებ ის ჯერ კიდევ პრეზიდენტობის დროს საუბრობდა. ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როცა მან საპრეზიდენტო ფიცი გელათში, მეფის საფლავზე დადო. ერთი წლის წინ კი აღმაშენებელზე საუბრისას მან განაცხადა:
"მე ნათქვამი მაქვს, რომ ვიქნები, ახლა მთლად არ მინდა დავით აღმაშენებელს შევედარო იმიტომ, რომ იქ დავდე ფიცი, მაგრამ იქ ხომ ის არის, რომ ყველამ... გავწვები და გადაიარონ ჩემზე, მე ვიქნები ხიდი".
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები