COVID-19 პანდემიის რეალობაში მიტანის სერვისის წყალობით არაერთი მცირე და საშუალო ბიზნესი გადაურჩა დახურვასა თუ ეკონომიკურ ზარალს. სახლიდან მუშაობამ და ფიზიკურმა დისტანცირებამ სულ მალე შეცვალა ყოველდღიური ცხოვრება. რესტორნები, კაფეები და მეგობრებთან ერთად გატარებული საღამოები GLOVO-ზე გამოძახებულმა კერძებმა ჩაანაცვლა. განსაკუთრებით მოუსვენარმა ადამიანებმა კი სახლში დაიწყეს კულინარიული ექსპერიმენტების ჩატარება.

უსაფრთხოების აუცილებელი ზომებიდან გამომდინარე, შეიცვალა ისეთი უბრალო ყოველდღიური ჩვევები, როგორიცაა სურსათის შეძენა, კერძების მომზადება და სასურველი ნივთების არჩევა. მოკლედ რომ ვთქვათ, ყველაფერი ის, რაც მაღაზიასა თუ სავაჭრო მოლებში გასვლას, ხალხმრავლობას უკავშირდება. GLOVO-ს მიტანის სერვისით სარგებლობა უკვე ისეთივე ყოველდღიური რუტინის ნაწილია, როგორც აქამდე მეგობრებთან ერთად ლანჩზე გადარბენა იყო. სურსათი, მედიკამენტები თუ გამორჩეული ვახშამი საყვარელი რესტორნიდან — GLOVO-ს მოაქვს ყველაფერი ის, რაც გჭირდებათ!

ბოლო თვის განმავლობაში რეგულაციები ნელ-ნელა მსუბუქდება, იხსნება კაფეები, რესტორნები და ბარები. პანდემიის რეალობაში მათი ერთი ნაწილი უწყვეტად აგრძელებდა გამოძახების სერვისით მუშაობას, თუმცა ნაწილი, სამწუხაროდ, დროებით დაიხურა. ყველასთვის საყვარელი საკვები ობიექტები თითქმის სრულიად დაუბრუნდნენ ჩვეულ რეჟიმს. ახლა შესანიშნავი დროა მათი მხარდაჭერისთვის — ეწვიე ადგილზე ადგილობრივ რესტორნებსა და ბიზნესებს, ან უბრალოდ შეუკვეთე GLOVO-ს აპლიკაციით. ოფისის ლანჩი თუ საღამოს ოჯახური ვახშამი — საყვარელი კერძები ნებისმიერ სიტუაციას დაამშვენებს.

პანდემიის პირობებში ახალ რეალობასთან მორგება განსაკუთრებით რთული იყო Experience Dining ტიპის რესტორნებისთვის. ყველასთვის საყვარელმა ქართულმა რესტორანმა ბარბარესთან მენიუ მიტანის სერვისისთვის მოარგო. თანაც ისე, რომ ცნობილი ხარისხი შეენარჩუნებინა. ამიერიდან ბარბარეში უკვე ბურგერის, უმშვენიერესი ბულკი საქონლის ხორცით, შეკვეთაც კია შესაძლებელი. ბარბარესთან უკვე ელოდება საყვარელ სტუმრებს!

ფოტო: Glovo

დაბრუნდა პური გულიანის ცნობილი აჭარული ხაჭაპურიც, სტრადას ცნობილი დესერტები თუ საუზმე. ზაფხულის ცხელ საღამოს, არაფერი სჯობს მეგობრებთან ერთად, ღია ცის ქვეშ გემრიელად ვახშმობას!

ფოტო: Glovo

დაბრუნდა Ska Juice Bar-ის უგემრიელესი ჯუსები და დაემატა ახალი არაყიშვილის ფილიალიც. იმუნიტეტის გამაძლიერებელი შოთები და ჯანსაღი საკვები Glovo-ზე შენგან ერთ კლიკშია;

ფოტო: Glovo

LeGateau-ს იტალიური საუზმე თუ მადისაღმძვრელი კერძებიც ადგილზეა და ისევ ძველებურადაა შესაძლებელი Sushi24-ის გამოძახება 24 საათის განმავლობაში. თანაც განსაკუთრებული ამბავი გვაქვს — შეგიძლია GLOVO Friends Set გასინჯო, რომელიც მომხმარებლების საყვარელი პროდუქტებითაა შექმნილი და ძალიან უხდება მიტანის სერვისს.

ფოტო: Glovo

HB სამეფო კარის ლუდის ხინკალი კვლავინდებურად უგემრიელესია. თანაც მიტანის სერვისი ვერაფერს აკლებს მის გემოსა და არომატს, თუ ჩვენი არ გჯერა, გამოიძახე HB GLOVO-ზე და დარწმუნდები, თანაც ახლა უკვე ადგილზეც შეგიძლია მიხვიდე და შეადარო.

ფოტო: Glovo

ცხოვრება ნელ-ნელა უბრუნდება ჩვეულ რეალობას. GLOVO-მ კი უკვე დაიბრუნა ყველა ის რესტორანი, რომლებიც დროებით არ იყვნენ ხელმისაწვდომნი.

უკვე მოიფიქრე, რომელი რესტორანი მოგენატრა ყველაზე მეტად?