კომპანია ეიფლი გეგმავს, რომ არა მხოლოდ თავისი ტექნოლოგიური პროდუქციით, არამედ სტრიმინგ სერვისისთვის Apple TV+ შექმნილი უახლესი სატელევიზიო პროექტებით შეგვიქმნას შთამბეჭდავი წარმოდგენა მომავალზე.

მათ შორის ერთ-ერთი ასეთი გახმაურებული პროექტი Foundation-ია, რომელსაც ამერიკელი მწერლის აიზეკ აზიმოვის სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის საკულტო ნაწარმოების მიხედვით იღებენ.

სერიალის პირველი ტრეილერი რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნდა:

ამ დიდი ხნის ნანატრი ეკრანიზაციის მიმართ მაყურებლებში განსაკუთრებული ინტერესი რომ არსებობს ის ფაქტიც კი ცხადყოფს, რომ ტრეილერმა YouTube-ზე გამოქვეყნებიდან 24 საათზე ნაკლებ დროში ათ მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.

დასაბამი აიზეკ აზიმოვის შვიდნაწილიანი წიგნების სერიის ყველაზე ცნობილი წიგნია, რომელიც მომავალში განვითარებული ტექნოლოგიების საშუალებით კოსმოსში კაცობრიობის გადარჩენის გზების ძიებაზე მოგვითხრობს.

სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ამ ცნობილი წიგნების სერიის ეკრანიზაციის გადაღება სხვადასხვა დროს ისეთ კომპანიებს სურდათ, როგორებიცაა New Line Cinema და HBO, თუმცა საბოლოოდ ამ სურვილს ხორცი Apple TV+-მა შეასხა.

Apple TV+ სულაც რაღაც ექვსი თვეა, რაც ბაზარზე გამოჩნდა და მაყურებელს თავი მალევე დაამახსოვრა დრამატული სერიალით The Morning Show.

დასაბამის პრემიერის ზუსტი თარიღი ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა ვიცით, რომ მის ხილვას 2021 წლამდე ვერ შევძლებთ.