სამოქალაქო მოძრაობის ლიდერის, ალეკო ელისაშვილის აზრით, ნიკა მელია არჩევნებში გლდანის ოლქს "შუბლით გაანგრევს". ამ თემაზე მან TV პირველის ეთერში ისაუბრა და მელიას მხარდაჭერა დაუდასტურა.

"ნიკა მელიაზე ხომ არაფერს ვამბობ, არა?! შუბლით გაანგრევს იმ გლდანს. მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვიტან ნაციონალურ მოძრაობას, არის ვაჟკაცი ბიჭი და მხარს ვუჭერ ღიად, იმიტომ რომ არის მებრძოლი ბიჭი. ნიკა მელია რა შედეგს დადებს, აგერ ნახავთ, ხაბეიშვილიც მაგარი მოქოქლია და მის შედეგსაც ნახავთ", — ალეკო ელისაშვილმა.

მისი შეფასებით, შალვა შავგულიძე და გიორგი ვაშაძე ისეთ ოლქებში არიან წარდგენილები, რომლებშიც გამარჯვებას ვერ მოახერხებენ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ, პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ და სამოქალაქო მოძრაობის ლიდერებმა ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა ერთობლივი პოლიტიკური პლატფორმა შექმნეს. ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნასთან დაკავშირებით მათ მემორანდუმს ხელი 18 ივნისს მოაწერეს. ისინი პარტიის ჩამოყალიბებას გეგმავენ.