ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებით, გაათავისუფლეს, დასუფთავების და კეთილმოწყობის გაერთიანების დირექტორი, თემურ ფურცელაძე, რომლის თანამშრომლებიც სამუშაო საათებში ყანაში მუშაობდნენ.

შესაბამისი გადაწყვეტილება ხარაგაულის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ მიიღო. ფაქტის ამსახველი ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში ხარაგაულის საკრებულოს ფრაქცია ძალა ერთობაშიას თავმჯდომარემ, თორნიკე ავალიშვილმა გაავრცელა. ვიდეოში ჩანს, რომ თანამშრომლები ერთ-ერთი პირის ყანაში სამუშაო საათებში მუშაობენ, ადგილზეა სამსახურის ბალანსზე მყოფი მაღალი განმავლობის მანქანაც.

მედიასთან კომენტარში თემურ ფურცელაძე ფაქტს უარყოფდა და ამბობდა, რომ მისი თანამშრომლებს საღამოს 6 საათამდე თავისუფლები იყვნენ.